ერდოანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში თავი გამარჯვებულად გამოაცხადა
ერდოანმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც შესაძლებელი გახადა მისი მმართველობა მომავალი ხუთი წლის მანძილზე, განუცხადა მან თავის მომხრეებს.
საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, აჰნეთ ენერმა გამოაცხადა, რომ ამ დროისთვის ერდოანმა ხმების 55,41 % მოაგროვა, ოპოზიციის კანდიდატ ქემალ ქილიჩდაროღლუს 46,59% პროცენტი მიიმხრო.
სხვა მონაცემებს აქვეყნებს სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო. მის თანახმად, ბიულეტენების 99%-ის დათვლის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა 52 პროცენტი მოაგროვა, ხოლო ქილიჩდაროღლუმ - 48%.
სააგენტო ანქა, რომელიც ოპოზიციასთან არის დაახლოებული, ორივე კანდიდატის თითქმის ერთნაირ შედეგზე იტყობინება.
ერდოანს არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება უკვე მიულოცა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, თუმცა ოფიციალური შედეგები ჯერ, იმ დროისთვის არ იყო ცნობილი.
თურქეთის პრეზიდენტს მისალოცი გაუგზავნა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმაც.
მანამდე ერდოანმა მილოცვები მიიღო ირანის პრეზიდენტის ებრაჰიმ რაისისა და კატარის ამირა, შეიხ ტამიმ ბინ ჰამად ალ-თანის, ასევე ლიბიის პრემიერ-მინისტრის, აბდულ ჰამიდ დბეიბესაგან.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი "ტვიტერის" გზით წერს, რომ ულოცავს ...საქართველოს დიდ მეგობარს რეჯეფ თაიფ ერდოღანს არჩევნებში მიღწეულ დამაჯერებელ გამარჯვებას და ქვეყნის ლიდერად ხელახალ არჩევას!"
არჩევნების პირველადვე ტური გაიმართა 14 მაისს. გამარჯვებისთვის საჭირო 50 % ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა. ერდოანს მაშინ ამომრჩეველთა 49,5% მიემხრო, ქილიჩდაროღლუს - 45%.