დღე ისტორიაში – 29 მაისი
2018 წელს Starbucks-მა ამერიკაში დახურა 8000-ზე მეტი მაღაზია.
2015 წელს პარიზში ფილმის “Jurassic World” პრემიერა შედგა, რომლის რეჟისორი კოლინ ტრევოროუ გახლდათ.
2005 წელს საფრანგეთმა მხარი დაუჭირა ევროკავშირის შემოთავაზებული კონსტიტუციის რატიფიცირებას.
2004 წელს ვაშინგტონში მეორე მსოფლიო ომის მემორიალი პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა გახსნა.
1999 წელს Space Shuttle Discovery-მ დაასრულა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან შეპირაპირება.
1968 წელს მანჩესტერ იუნაიტედი გახდა პირველი ინგლისური საფეხბურთო გუნდი, რომელმაც ევროპის თასი მოიგო.
1885 წელს იან მატცელიგერმა გამართა საჯარო შეხვედრა ფეხსაცმლის საწარმოო მანქანის გამოგონების შესახებ ლინში, მასაჩუსეტსში. იანმა გამოიგონა მანქანა, რომელსაც შეეძლო ფეხსაცმლის მასიურად წარმოება. დემონსტრაციის დროს მან წარმოადგინა 75 წყვილი ფეხსაცმელი, რაც გაცილებით ბევრი იყო იმ რაოდენობასთან შედარებით, რისი დამზადებაც ერთ ადამიანს შეეძლო.
1851 წელს აფროამერიკელ ქალთა უფლებების დამცველმა აქტივისტმა Sojourner Truth-მა წარმოთქვა თავისი ცნობილი სიტყვები “Ain’t I A Woman”? – ქალთა უფლებების კონვენციის მიღებისას აკრონში, ოჰაიოში.
1790 წელს როდ აილენდი გახდა მეცამეტე კოლონია, რომელიც შევიდა კავშირში შეერთებული შტატების კონსტიტუციის რატიფიცირების შემდეგ.
1328 წელს ფილიპე VI გახდა საფრანგეთის მეფე.
წყარო/ფოტო: The Fact Site