ყველაზე წუნია ზოდიაქოს ნიშნები
ცნობილია, რომ ქალწული ზოდიაქოს ყველაზე პერფექციონისტი ნიშანია. მას ძალიან მკაცრი სტანდარტები აქვს როგორც საკუთარი თავის, ისე სხვა ადამიანების მიმართ. ქალწულს მერკური მართავს, ინტელექტის, ანალიზის, კომუნიკაციების პლანეტა. ამიტომ მას ზოგიერთი ადამიანისთვის გაუგებარი მოთხოვნები აქვს ყველა სფეროში, იქნება ეს ურთიერთობები, კარიერა თუ მეგობრობა.
კურო ძალიან ჯიუტია და მკაცრი ხასიათი აქვს. იგი არასოდეს გააკეთებს არჩევანს, თავისი მოთხოვნების და სურვილების საწინააღმდეგოდ. სურს, რომ ყველაფერი მისი გემოვნების შესაბამისად იყოს. კურო კომფორტის და სტაბილურობის მოყვარული ნიშანია.
ვერძს ლიდერობა მოსწონს, ამიტომ მისი მოთხოვნების დაკმაყოფილება ძალიან რთულია. სურს, რომ ყველა და ყველაფერი აკონტროლოს. მას არ ეშინია აზრის გამოთქმის. სჯერა, რომ თავად უკეთ იცის, როგორ წარმართოს საქმე სწორად და სურს, სხვასაც მოახვიოს თავზე საკუთარი იდეები.
წყარო: Best Life
ფოტო: Shutterstock