28 მაისს გამთენიისას კიევმა მოიგერია დრონების ყველაზე მასშტაბური იერიში
„მაისის დაწყებიდან მე-14 საჰაერო თავდასხმაა! დღეს მტერმა გადაწყვიტა კიეველებს კიევის დღე მიულოცოს მომაკვდინებელი უპილოტო საფრენი აპარატებით. წინასწარი მონაცემებით, ეს იყო დრონების ყველაზე მასშტაბური თავდასხმა კიევზე რუსეთის შემოჭრის დღიდან, - ნათქვამია პოპკოს განცხადებაში.
კიევის ადმინისტრაციის ცნობით, თავდასხმა რამდენიმე ტალღად განხორციელდა. საჰაერო განგაში ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელდა.
ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 40-ზე მეტი დრონი ჩამოაგდეს. ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად არის მსხვერპლი და ნგრევა. გოლოსეევსკის რაიონში ნამსხვრევები შვიდსართულიან არასაცხოვრებელ კორპუსში ჩავარდა, შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.