გერმანია აცხადებს, რომ რუსეთი აპირებს გერმანელი დიპლომატების, მასწავლებლებისა და კულტურული სფეროს მუშაკების გაძევებას
ეს ნაბიჯი კიდევ უფრო გაამწვავებს ორ ქვეყანას შორის ისედაც დაძაბულ ურთიერთობებს, რომელიც საკმაოდ გართულდა გასულ წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მწვავედ გააკრიტიკა რუსეთის ეს ნაბიჯი და მოახლოებულ გაძევებას "ცალმხრივი, გაუმართლებელი და გაუგებარი გადაწყვეტილება" უწოდა.