როჯერ უოტერსი: ნაცისტური ფორმის მსგავსი კოსტუმი ბერლინის კონცერტზე ანტი-ფაშიზმს გამოხატავდა
79 წლის მუსიკოსმა თქვა, რომ ბერლინის „მერსედეს ბენცის“, არენაზე თავისი გამოსვლის ელემენტები, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, "სრულიად ცხადად" იყო განცხადება ფაშიზმის, უსამართლობისა და ფანატიზმის წინააღმდეგ.
17 მაისის კონცერტის ფოტოებზე ჩანს ცნობილი მომღერალი და ბას-გიტარისტი გრძელ, შავ ლაბადაში გამოწყობილი, კაშკაშა წითელი ფერის სამკლავურებით და ავტომატის იმიტატს აუდიტორიას უღერებს.