ლონდონში დააკავეს პირი, რომელიც მანქანით შეეტაკა პრემიერის საცხოვრებლის ჭიშკარს
ქალაქის პოლიციის თანახმად, შემთხვევის ადგილზე დააკავეს პირი, რომელიც ეჭვმიტანილია დანაშაულებრივი ზიანის მიყენებასა და მანქანის სახიფათო ტარებაში.
ცნობით, შემთხვევისას არავინ დაშავებულა.
სოციალური ქსელებით გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, როგორ მიემართება თეთრი ავტომანქანა დაბალი სიჩქარით პირდაპირ ჭიშკრისკენ უაიტჰოლის გავლით. უაიტჰოლი ლონდონის სამთავრობო რაიონის მთავარი მაგისტრალია.