რუს პროკურორებს სურთ მოსკოვის რეგიონში მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების მიერ ჩადენილი დანაშაული გენოციდად აღიარონ
ეს ნაბიჯი გადადგეს საერთაშორისო მოწოდებების ფონზე იმის შესახებ, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომი უკრაინელების გენოციდად აღიარონ.
ოქტომბერში, რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში (ყოფილი ლენინგრადი), სასამართლომ ქალაქის 1941-1944 წლების ბლოკადა გენოციდად ცნო. იანვარში, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ "უაღრესად მნიშვნელოვანია", მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა კავშირში ჩადენილი ნაცისტური დანაშაულები გენოციდად იქნას აღიარებული.