გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი: გერმანია გააძლიერებს ნატოს აღმოსავლეთ ფლანგს რუსეთის აგრესიის საპასუხოდ
გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა პირობა დადო, რომ გააძლიერებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბური ომის საპასუხოდ.
ბუქარესტში რუმინეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკების შემდეგ, მან აღნიშნა, რომ გერმანია მზად არის, მხარდაჭერა გაუწიოს ნატოს თავდაცვის შესაძლებლობებს.
„მაგრამ ჩვენ ვიცით, კერძოდ, რომ [ნატოს] აღმოსავლეთ ფლანგი უნდა გაძლიერდეს, ასევე უნდა გაძლიერდეს სამხედრო ყოფნით“, – დასძინა მან.
შტაინმაიერმა მადლობა გადაუხადა რუმინეთს უკრაინიდან ასობით ათასი ლტოლვილის მიღებისთვის, რომლებიც ევროკავშირის სხვა ქვეყნებში გადავიდნენ ან დარჩნენ რუმინეთის ტერიტორიაზე.