აშშ: "ვაგნერი" მალის გავლით ცდილობს სამხედრო აღჭურვილობის გადაზიდვას
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის, მეთიუ მილერის თქმით, აშშ-ს აქვს ინფორმაცია, რომ ვაგნერი ცდილობს უცხოური შეიარაღება რუსეთში შეიტანოს მალის გავლით, სადაც "ვაგნერის" მებრძოლები უკვე იმყოფებიან.
მილერის თქმით, აშშ-ის ამ ეტაპზე არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ვაგნერმა" საბოლოოდ გააფორმა უცხოეთის იარაღის შესყიდვის რაიმე ხელშეკრულება, თუმცა დასძინა - "ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს ვითარებას".