ადამ კინზინგერი: ქართველებს არ სურთ, რომ რუსეთის საკუთრება იყვნენ, ირაკლის სურს
კინზინგერი აღნიშნული “ტვიტით“ ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების ქორწილის მეორე დღის ჩაშლასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ქსენოფობიური განცხადებების წაქეზებაში დაადანაშაულა.