დღე ისტორიაში – 23 მაისი
2010 წელს “LOST”-ის ბოლო ეპიზოდი გავიდა ეთერში.
1984 წელს “Indiana Jones and the Temple of Doom”, ფილმების სერიის მეორე ნაწილი, აშშ-ში გამოვიდა.
1980 წელს, კანის 33-ე კინოფესტივალზე, “All That Jazz” და “Kagemusha” ერთობლივად დაჯილდოვდნენ ოქროს პალმის რტოთი.
1970 წელს ჩრდილოეთ უელსში, ბრიტანეთის ხიდზე ხანძარი გაჩნდა.
1958 წელს აშშ-ს მიერ გაშვებულმა პირველმა თანამგზავრმა, Explorer 1-მა შეწყვიტა მონაცემების გადაცემა მას შემდეგ, რაც მისი ბატარეები დაჯდა, თუმცა მან ორბიტაზე 12 წელზე მეტი ხანი გაატარა და ბოლოს წყნარი ოკეანის ატმოსფეროში შევიდა.
1934 წელს პოლიციელებმა ბონი და კლაიდი დახოცეს. მათ 130-მდე ტყვია ესროლეს.
1922 წელს უოლტ დისნეიმ დააფუძნა თავისი პირველი კინოკომპანია სახელად Laugh-O-Gram Studio.
1788 წელს სამხრეთ კაროლინა გახდა მე-8 შტატი, რომელიც შეუერთდა ამერიკის შეერთებულ შტატებს.
1533 წელს ჰენრი VIII-მ თავისი ქორწინება ეკატერინე არაგონელთან ოფიციალურად ბათილად გამოაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ პაპმა კლემენტ VII-მ მას ამის ნება არ დართო.
წყარო/ფოტო: The Fact Site