აშხაბადის თხოვნით, თურქეთში დააპატიმრეს თურქმენი ოპოზიციონერი ვლოგერი
აქტივისტთა თანახმად, 30 წლის ვლოგერი 19 მაისს დააკავეს და გადაიყვანეს ტუზლაში მდებარე სადეპორტაციო ცენტრში.
კოლეგების თქმით, აშხაბადში დეპორტაციის შემთხვევაში, მეიმანკულიევი შესაძლოა, დაექვემდებაროს უკანონო დაპატიმრებას და წამებას.
თურქმენეთი ითვლება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე რეპრესიული სახელმწიფოდ.