უკრაინაში 3 საათს გაგრძელდა რუსეთის თავდასხმის გამო გამოცხადებული საჰაერო განგაში
უკრაინული წყაროებით გავრცელებული ცნობებით, ყველაზე მეტი აფეთქება ქალაქ დნიპროში მოხდა. დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი ლისაკმა ტელეგრამზე დაწერა, რომ თავდაცვის ძალების წყალობით შეტევას გაუძლეს და დეტალები მოგვიანებით გამოქვეყნდება. აფეთქებები იყო ქალაქ ზაპოროჟიეშიც.
ჯერჯერობით უცნობია, რამდენი აფეთქება იყო გამოწვეული უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის მუშაობით და რამდენი - სამიზნეებზე დარტყმით.