ანდრეი ერმაკი: ზელენსკი ბაიდენს უახლოეს დღეებში შეხვდება
ზელენსკი ბაიდენს უახლოეს დღეებში შეხვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ავრცელებს
ერმაკის თქმით, ზელენსკისა და ბაიდენის შეხვედრაზე სხვა ყველაფერთან ერთად აშშ-ის მიერ „თვითმფრინავების კოალიციის“ მხარდაჭერის შესახებ განცხადებაც იქნება განხილული.
ერმაკმა ასევე დაადასტურა, რომ უკრაინის პრეზიდენტი იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში მიმდინარე „დიდი შვიდეულის” სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
„უკრაინას ძალიან მალე ყველაფერი ექნება, რათა ჩვენი ცა დაიცვას,” – განაცხადა ერმაკმა.