Добавить новость
World News





160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


ვალიკოს დაბრუნება "დიდ ავიაციაში"

რუსული ავიაკომპანია "აზიმუტის" თვითმფრინავი, თავისი ეკიპაჟითა და 70-მდე რუს-ქართველი მგზავრით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 19 მაისს, 13.18 სთ-ზე დაეშვა. ცოტა ხნით ადრე, როცა საჰაერო ხომალდი კავკასიონის ქედს უახლოვდებოდა, მავანმა პირობითმა „სტюარდესა“ კაწიამ ან ლარისა ივანოვნამ, როგორც „მიმინოშია“, ალბათ ემოციურად გამოაცხადა დინამიკებში: „ძვირფასო მგზავრებო! ჩვენ მივფრინავთ კავკასიონის მთავარი ქედის თავზე. მარჯვნივ ყაზბეგია, მარცხნივ - იალბუზი. გისურვებთ სასიამოვნო ფრენას...“


არის რაღაც ღრმად სიმბოლური იმაში, რომ ქართველი და რუსი ხალხების დაუძინებელ მეგობრობაში კვლავ ჩართული აღმოჩნდა ავიაცია, უფრო ზუსტად „დიდი (Большая) ავიაცია“, სად დაბრუნებასაც ასე თავგამოდებით ეშურებოდა ვალიკო მიზანდარი - საბჭოთა სტერეოტიპებითა და კლიშეებით დატვირთული მხატვრული ფილმის მთავარი პერსონაჟი.


„მიმინოს“ სცენარში, რომელიც ფილმზე მეტად საინტერესოა, დიდ ავიაციაში დაბრუნების სცენა ასეა აღწერილი:


„ვალიკო ლაინერის შტურვალთან იჯდა, გიგანტური მანქანა მის ხელებს ემორჩილებოდა. დახედა მოწყობილობებს, მოზიდა მართვის პანელის ერთ-ერთი ბერკეტი და მზერა მეთაურისკენ გააპარა. იმან თავი დაუქნია, კარგიაო.

- იცი, რა... – უთხრა მეთაურმა. - როგორც კი ჩავალთ, დაწერე განცხადება ერთოთახიან ბინაზე.

- რატომ ერთოთახიანზე? ოროთახიანი მინდა.

- ერთი ხარ, ოროთახიან ბინას არ მოგცემენ.

- დღეს ერთი ვარ, ხვალ კი... - გაიფიქრა ვალიკომ და ჩაილაპარაკა: დიდ თეატრში ვივლით... მუზეუმებშიც...“


თავის დროზე ვალიკოებმა, ფილმშიც და ცხოვრებაშიც, კარგად გამოვცადეთ დიდი ავიაციის მიზიდულობა, გამოვცადეთ უფროსი ძმის მძიმე ხელიც, დამცინავი მზერაც და ხალხთა მეგობრობის ყალბი ხიბლიც, მაგრამ, მიუხედავად ამ სავალალო გამოცდილებისა, საქართველოს ხელისუფლება დღეს კვლავ „დიდ ავიაციაში“ აბრუნებს ქვეყანას და მიზეზად კვლავ ხალხზე ზრუნვას - „მიმინოს“ რომ დავესესხოთ, ოროთახიანი ბინის მიღების პერსპექტივას და დიდი თეატრის ბილეთებს - ასახელებს. აკი, თქვა კიდეც საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, წელს პირდაპირი ფრენების აღდგენის ეფექტის სახით, რუსეთიდან 300-400 მილიონ დოლარს მივიღებთო.


საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც განმარტა, „ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ ჩვენი ხალხის ინტერესებისთვისო“.


„უცნაურია“, მაგრამ 19 მაისის „ისტორიული რეისის“ მგზავრმა, საზოგადოებრივი ორგანიზაციის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" თავმჯდომარემ მერაბ ჭიქაშვილმაც, გარდა იმისა, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის გამო მადლობა გადაუხადა ჰააგის ტრიბუნალის მიერ ძებნილ რუსეთის პრეზიდენტს, ასევე ილაპარაკა იმ დიდ სარგებელზე, რასაც, მისი თქმით, პუტინის გადაწყვეტილება მოუტანს ქართველს ხალხს.


 „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღსადგენად მოლაპარაკებებს 2022 წლის დეკემბრიდან აწარმოებდნენ და, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, მათ გასაკეთებელს საქმეს აკეთებდნენ.


მერაბ ჭიქაშვილის გარდა 19 მაისის მოსკოვი-თბილისის რეისით ჩამოფრინდნენ რუსეთ-საქართველოს დაახლოებით აღფრთოვანებული სხვა მგზავრებიც, მათ შორის "საქართველო-რუსეთის მეგობრობის ცენტრის" ხელმძღვანელი, ვალერი კვარაცხელია, რომელიც ასევე მონაწილეობდა ავიამიმოსვლის აღდგენის პროცესში.


„დაანებეთ თავი პუტინს! პირველ რიგში, მინდა მივულოცო ქართველ ხალხს ის, რომ გაუქმებულია რუსეთთან სავიზო რეჟიმი და დაწყებულია პირდაპირი ფრენები. მთელი ქართველი ხალხი ამას მიესალმება, ვისაც უნდა, გაფრინდება, ვისაც არ უნდა არ გაფრინდება", - უთხრა კვარაცხელიამ რადიო თავისუფლებას.


მგზავრების მიერ გაკეთებული განცხადებების მიხედვით, თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პირველი ავიარეისით მოსკოვიდან თბილისში ძირითადად ჩამოფრინდა „პუტინის რუსეთის“ ნაწილი.


„დიდ სარგებელს ვნახავთ, ციფრები იქნება დეკემბრისთვის. პუტინის პოლიტიკა მისაღებია. რუსეთი არ არის უკრაინაში შეჭრილი. რუსეთი თავის მისიას ასრულებს. რა ხდება უკრაინაში? СВО - სპეციალური სამხედრო ოპერაცია! არაფერი ვიცი უკრაინელების დაღუპვის შესახებ, მე ბიზნესმენი ვარ და არა პოლიტიკოსი“, - უთხრა  თვითმფრინავის კიდევ ერთმა მგზავრმა მამუკა ფიფიამ თბილისის აეროპორტში შეკრებილ ჟურნალისტებს, რომელიც  მათ "პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის" დირექტორმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ წარუდგინა. თვითონ ლორთქიფანიძემაც ქართული საზოგადოების ინტერესებზე ილაპარაკა, თანაც ისე, რომ „ქართული საზოგადოება“ მისთვის და საქართველოს ხელისუფლებისთვის ხელსაყრელი პროპორციით გაანაწილა საქართველოსა და რუსეთს შორის:


„საქართველოს მკვიდრი მოსახლეობის 1/3 ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში. ბუნებრივია, ჩვენსა და მათ შორის კომუნიკაციის აღდგენის ლეგიტიმური უფლება აბსოლუტურად ავალდებულებს ჩვენს ხელისუფლებას, მხედველობაში მიიღოს ეს ფაქტი. შესაბამისად, მიღებული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია როგორც ჰუმანიტარული, ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით“.


დიმიტრი ლორთქიფანიძის მსგავსად რუსეთში მცხოვრები 1 მლნ ქართველით (რაც არცერთი ქართული თუ რუსული ოფიციალური წყაროებით არ დასტურდება) ხშირად სპეკულირებენ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები (ი. ღარიბაშვილი, ი. კობახიძე და სხვ). ძნელი წარმოსადგენია, რომ „საჭიროების შემთხვევაში“ ისინი, და მათთან ერთად რუსეთის ხელისუფლება, არ ისპეკულირებენ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში დამკვიდრებული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობით.


სწორედ ამ სეგმენტებით (რუსეთში ქართველების, საქართველოში რუსების) სპეკულირების შესაძლებლობას გაზრდის თბილისის და მოსკოვის ბოლოდროინდელი სინქრონული მოქმედებები, რათა რუსეთმა საქართველოში მცხოვრები თანამემამულეების, ხოლო ქართველმა რუსეთუმეებმა რუსეთში მცხოვრები „მილიონობით ქართველის“ სახელით ილაპარაკონ ისე, როგორც ლაპარაკობენ კიდეც მოსკოვიდან ჩამოფრენილი თვითმფრინავის მგზავრები. დიდწილად, სწორედ ასეთი მგზავრებისთვის აღდგა პირდაპირი ავიამიმოსვლა და გაუქმდა სავიზო რეჟიმი, თორემ ჩვენ გვახსოვს (გვინახავს) რუსეთიდან ჩამოფრენილი სხვანაირი მგზავრებიც, რომლებიც 2006 წელს სატვირთო თვითმფრინავებით გამოაძევეს საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების ქმედების (რუსი ჯაშუშების დაკავების) პასუხად.


„თვითმფრინავში სკამების ორი რიგი არსებობდა, რომლებზეც ქალები და ბავშვები ისხდნენ, მამაკაცები იატაკზე ისხდნენ, ან ფეხზე იდგნენ, ხოლო კასრის მსგავსი ნივთი გამოიყენებოდა ტუალეტად და ტრიალებდა რიგებს შორის“, - ასე აღწერს  სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დოკუმენტები, 2006 წლის შემოდგომაზე 5 ათასამდე საქართველოს მოქალაქის გაძევებას რუსეთიდან. უმეტეს შემთხვევაში დეპორტაცია იმდენად დამამცირებელ და არაადამიანურ პირობებში ხდებოდა, რომ 48 წლის თენგიზ ტოგონიძისა და 52 წლის მანანა ჯაბელიას სიცოცხლეები შეეწირა.


ასე (და უარესად) იქცეოდა რუსეთი როცა საქართველო თავისი ეროვნული ინტერესების შესაბამისად (1921, 1989, 2008 წწ) მოქმედებდა, დღეს საქართველოს ეროვნული ინტერესები ასახულია კონსტიტუციის 78-ე მუხლში („კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“), რომელიც სრულ წინააღმდეგობაშია საქართველოს მთავრობის ბოლო დროის საგარეო პოლიტიკურ სვლებთან და, რომელიც აღაფრთოვანებს არა მხოლოდ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს, არამედ  პროპაგანდისტებსაც კი.


რუსეთის ხელისუფლების კეთილგანწყობა თბილისისადმი, უფრო  საქართველოს ეროვნული ინტერესების დათმობით არის განპირობებული და არა პირიქით. რუსეთს ერთი ნაბიჯითაც კი (არც პირდაპირი, არაც გადატანითი მნიშვნელობით) არ დაუხევია უკან: მოსკოვს კვლავ ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის მეხუთედი, რუსეთი კვლავ ახორციელებს მცოცავ ოკუპაციას და კვლავ არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და  სამომავლოდ მაინც საქართველოს ხელისუფლებისგან ელოდება დათმობას ჯერ სარკინიგზო მიმოსვლით, შემდეგ კი დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენით.


ასეთია ყოფილი „უფროსი ძმის“ დიდ ავიაციაში დაბრუნების საფასური, რომელიც, რაც მეტი დრო გავა, მით უფრო გაიზრდება. პუტინის რუსეთი პოლიტიკური თუ კულტურული თვალსაზრისით იმდენად არადემოკრატიული, ძალადობრივი და, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, არაადამიანურია, რომ, მასთან დაახლოება (რაც ბუნებრივად ნიშნავს, დასავლეთისგან დისტანცირებას) საქართველოს სუვერენიტეტისგან ან აღარაფერს ან ფორმალობას დატოვებს.


თუმცა საქართველოს ხელისუფლება და, როგორც ჩანს, მისი თანხმობით მოქმედი პრორუსული ჯგუფები, გაცვეთილი კლიშეებით ცდილობენ დიდ ავიაციაში დაბრუნების გამართლებას, რომ ჩვენ, დანარჩენი მილიონი ქართველის მსგავსად, სიხარულით გველიან მოძმე რუსეთში და, რომ ლარისა ივანოვნებს კვლავ ვუნდივართ ულვაშა ვალიკოები.


თუ გახსოვთ, დიდი სევდა გამოსჭვივის შეხვედრა-დაშორების სცენაში, რომელიც სცენარში ასეა აღწერილი:


„ვალიკო იდგა და უყურებდა როგორ მიდიოდა ლარისა, როგორ შორდებოდა მისი ლამაზი გამოსახულება“.


ამ სცენის გადაღებიდან 56 წელი, საბჭოთა კავშირის დაშლიდან კი 32 წელი გავიდა. წესით, ძალიან უნდა დაგვშორებოდა, ყველანაირი გამოსახულება უნდა გამქრალიყო, მაგრამ, ამდენი წლისა და გაუცხოების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებაში როგორღაც აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ირწმუნებიან, რომ ვალიკოები ვართ და, რომ კვლავ რუსეთში გველიან!


აბსურდია, რომ დღეს, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გატარებული ამდენი წლის შემდეგ, იმის დამტკიცება გვიწევს, რომ არც ვალიკოები ვართ და არც - ბინოკლი კი არადა, რუსეთი გვინდა!


თვითონ წავიდნენ!


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.


Загрузка...

Читайте на сайте

Другие проекты от 123ru.net








































Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net