სომხურ კონიაკ "არარატს" რუსეთის ბაზარს აღარ მიაწვდიან
"ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ მიმიღია, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს უკვე ოფიციალურია, რომ ერევნის კონიაკის ქარხანა რუსეთში ექსპორტს შეწყვეტს“, - მოჰყავს ქერობიანის სიტყვები საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსს“. სომეხი მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ კონიაკის მიწოდების შეწყვეტა შექმნის პრობლემებს, რაც ადგილობრივი ფერმერებისგან ყურძნის შესყიდვაზე იმოქმედებს.
ბრენდი „არარატი“ 1998 წლიდან ეკუთვნის ფრანგულ ჯგუფ Pernod Ricard-ს , რომელმაც სხვადასხვა ალკოჰოლური სასმლის მიწოდება რუსეთში უკვე შეწყვიტა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბური ომის გაჩაღების შემდეგ. რუსეთის ბაზაზე ერევნის კონიაკის ქარხნის მთელი ექსპორტის 80% მოდის.