კონსტანტინე გამსახურდია: უდიდესი მწუხარებით შევიტყვე, რომ გარდაიცვალა რუსუდან ბერიძე
“უდიდესი მწუხარებით შევიტყვე, რომ გარდაიცვალა რუსუდან ბერიძე. ჩემთვის ყოველთვის დარჩება, როგორც დეიდა რუსიკო და უძვირფასესი ოჯახის წარმომადგენელი. მიუხედავად “დროის ლაბირინთული, წინაუკმო სრბოლისა” როგორც გოეთე იტყოდა ცნობილ “მიძღვნაში,” ეს სახეები ახლოს არიან ჩავლილი ათწლეულების მიუხედავად და თითქოს გუშინ იყო, როცა მე და ირაკლი კოსტავა, სკოლის მოსწავლეები ოთახში დაგვტოვა რუსუდანმა მათემატიკური ამოცანების გამოსაყვანად და თავად გადაინაცვლა სხვა ოთახში, სადაც მერაბი, დედაჩემი და მამაჩემი ელოდნენ,” – წერს სოციალურ ქსელში კონსტანტინე გამსახურდია.
რუსუდან ბერიძე