მოსალოდნელი კონტრშეტევის წინ პოლონეთმა უკრაინას გადასცა 10 საბრძოლო თვითმფრინავი
თვითმფრინავების გადაცემის შესახებ განცხადება ვარშავამ 8 მაისს გააკეთა. მარტში პოლონეთმა გამოაცხადა, რომ უკრაინას გადასცემდა მის არსენალში მყოფ საბჭოთა პერიოდის საბრძოლო თვითმფრინავებს, და ოთხი მათგანი უკრაინას უკვე მიაწოდა გასული თვის დასაწყისში.
უკრაინა კვლავ ითხოვს საბრძოლო თვითმფრინავებს, მომდევნო კვირებში კონტრშეტევისთვის მზადების ფონზე. საბრძოლო თვითმფრინავები განუყოფელი ნაწილია კომბინირებული იარაღით ბრძოლის სტრატეგიისა.
პოლონეთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემა გამოაცხადა. შემდეგ ეს სლოვაკეთმა გააკეთა და უკრაინას გადასცა 13-მდე MiG-29-ი.