ყველაზე პირდაპირი ზოდიაქოს ნიშნები
ოპტიმისტი, ლაღი, პოზიტიური მშვილდოსანი გულში წყენას არასდროს ინახავს. მას უბრალოდ არ შეუძლია ნეგატიურ ემოციებთან ერთად ცხოვრება. მისი მოთხოვნილებაა, რომ ბედნიერი იყოს. ამიტომ თუ რამის თქმა სურს, ქარაგმებით ლაპარაკს არ დაიწყებს, პირდაპირ იტყის სიმართლეს.
ვერძი ცნობილია თავისი ტემპერამენტით, პირდაპირობით, შემტევი ხასიათით. მისთვის ბრძოლა უფრო მიმზიდველია, ვიდრე თამაში. ამიტომ თავის შეხედულებებს, აზრებს და იდეებს ყოველთვის ღიად აფიქსირებს, თუნდაც ამისთვის ომში მოუწიოს ჩაბმა.
მერწყულს უყვარს თვითგამოხატვა. მოსწონს, როცა ადამიანებს თავის იდეებზე ესაუბრება, საკუთარ აზრებს აფიქსირებს. მას არ შეუძლია საკუთარ თავში დაიტოვოს გრძნობები და ემოციები, ამიტომ მზად იყავით, რომ მასთან ურთიერთობისას სიმართლესთან შეჯახება მოგიწევთ.
წყარო: Best Life ფოტო: Shutterstock