“Mersedes-bens Fashion Week Tbilisi” დაბრუნდა
3 წლიანი პაუზის შემდეგ, “Mersedes-bens Fashion Week Tbilisi” დაბრუნდა. კვირეულს ესწრებიან: საერთაშორისო მოდის გამოცემები, ბაერები, ბლოგერები, ფოტოგრაფები, მოდის კრიტიკოსები და სხვები.
წერეთლის გამზირი, კოკა-კოლას ყოფილი ქარხანა. ერთ სივრცეში მოქცეული რამდენიმე დამოუკიდებელი შენობა, რომლებშიც ერთმანეთის პარალელურად, რამდენიმე ღონისძიება იმართება.
ჩვენებები, ინსტალაციები, გამოფენები თუ კონკურსი. 5-დღიან მოგზაურობას მოდის სამყაროში კვლავ ერთი მთავარი მიზანი აქვს – ქართველი დიზაინერების მხარდაჭერა და მსოფლიოს მასშტაბით პოპულარიზაცია.
მოდის კვირეულის დამფუძნებელი, სოფო ჭყონია, რომელმაც ამ სფეროში თავისი პირადი კონტაქტებითა და მონდომებით შეძლო ქართული გემოვნების საზღვრებს გარეთ გატანა და მის მიმზიდველობაში პარტნიორების დარწმუნება, ახლაც 50-მდე მოდის სამყაროში ძალიან გავლენიანი სტუმრის მასპინძელია.