რუსეთის 18 რეგიონში ტყის ხანძარს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა
კურგანის რეგიონში ექვსი ადამიანი დაიღუპა, 14 კი - დაშავდა. ხანძარმა 42 სახლი გაანადგურა. რეგიონის გუბერნატორმა ვადიმ შუმკოვმა მოსახლეობას, საფრთხის არსებობის შემთხვევაში, ევაკუაციისკენ მოუწოდა. მან პირობა დადო, რომ 50 ათას რუბლს მიიღებენ ისინი, ვინც ქონება სრულად დაკარგა.
ტიუმენის რეგიონში ხანძრის ჩაქრობისას 49 წლის ადგილობრივი მკვიდრი გარდაიცვალა, კიდევ ორი ადამიანი დაშავდა. რეგიონში სულ მცირე 124 შენობა დაიწვა. ლიკვიდირებულია 12 ხანძარი, გრძელდება კიდევ 23-ის ქრობა. რეგიონში მოქმედებს საგანგებო რეჟიმი და გამოცხადდა რამდენიმე დასახლების მცხოვრებლების ევაკუაცია. ცეცხლისგან იღუპებიან ცხოველებიც.
სახელმწიფო სააგენტო „ავიალესოხრანის“ ინფორმაციით, 8 მაისის დილისთვის რუსეთში 154 ტყის ხანძარი მძვინვარებდა. რეგიონული ხელისუფლება და ორგანიზაცია „გრინპისი“სტიქიურ კატასტროფაში ადამიანებს ადანაშაულებენ. ხანძარი ბალახის დაწვისა და ჩაუმქრალი კოცონების გამო ჩნდება. კურგანის რეგიონში სისხლის სამართლის საქმე გულგრილობის მუხლით აღიძრა.