ცესკომ შეაჯამა საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგები
ცესკოს თანახმად, პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებული იყო 105 314 ამომრჩეველი, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 29 591-მა ამომრჩეველმა.
ცესკო იუწყება, რომ შემაჯამებელი ოქმის მიხედვით №26 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, რომელიც ფოთს, ხობს და სენაკს მოიცავს, საქართველოს პარლამენტის წევრად, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, არჩეულია გიორგი ხახუბია (№41 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“).
საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა შემდეგია:
№21 ბესიკი წულეისკირი - „თავისუფალი საქართველო”- 1 359 ხმა, 4.70%.
№41 გიორგი ხახუბია - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” - 27 551 ხმა, 95.30%.
ცესკოს თანახმად, კენჭისყრის დღე და შემდგომი საარჩევნო პროცედურები წარიმართა "კანონმდებლობის შესაბამისად". კომისია აღნიშნავს, რომ საკრებულოს შუალედური არჩევნები სრულად ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა და კენჭისყრის პროცესი "წარმატებით განხორციელდა".