უფლებადამცველები: ციხეში გარდაიცვალა ბელარუსი ოპოზიციონერი ბლოგერი, მიკალაი კლიმოვიჩი
კლიმოვიჩს ტვინში სისხლის ჩაქცევა და გულის ოპერაცია ჰქონდა გადატანილი, სანამ 28 თებერვალს ერთი წლით მიუსჯიდნენ პატიმრობას.
ლუკაშენკას რეჟიმმა რეპრესიები აამუშავა 2020 წლის აგვისტოში ჩატარებული, კამათის საგნად ქცეული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომლითაც ლუკაშენკას მეექვსე ვადით მიენიჭა პრეზიდენტობა. ოპოზიციის ლიდერები და დასავლეთის ქვეყნების მთავრობები არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ.