სევასტოპოლში მოსკოვის მიერ დანიშნული ხელმძღვანელი ლაპარაკობს დრონებით მიტანილ იერიშზე ანექსირებულ ყირიმზე
მიხაილ რაზვოჟაევი ტელეგრამით წერს, რომ თავდასხმები მოიგერიეს საჰაერო თავდაცვის და ელექტრონული ომის დანაყოფებმა.
რაზვოჟაევის მრჩეველი, ოლეგ კრიუჩკოვი, ერთი დღით ადრე ამბობდა, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ყირიმის თავზე ჩამოაგდეს ორი უკრაინული Grom-2-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტა.
რადიო თავისუფლება ვერ ახერხებს გადამოწმებას ამ ცნობებისა - რომლებიც თან ახლავს რუსეთის მხრიდან გამოთქმულ ბრალდებებს ჰაერიდან წარმოებულ თავდასხმებზე რუსეთის სივრცეში, მათ შორის კრემლზე, მიმდინარე კვირაში.