ირანში სიკვდილით დასაჯეს შვედი-ირანელი დისიდენტი
ჰაბიბ ჩააბს, რომელიც დამაარსებელი და ყოფილი ლიდერი იყო სეპარატისტული ჯგუფისა სახელით "არაბთა ბრძოლის მოძრაობა აჰვაზის გასათავისუფლებლად" (ASMLA), სიკვდილი მიუსაჯეს "დედამიწაზე გახრწნილობის" გამო, რაც ყველაზე მძიმე დანაშაულია ირანის მკაცრი ისლამური კანონების მიხედვით.
ირანის ოფიციალური პირები ჩააბს ბრალს სდებდნენ ხელმძღვანელობაში ტერორისტული ჯგუფისა სახელით "ჰარაკატ ალ-ნიდალი" და სამხრეთ-დასავლეთის ხუზესტანის პროვინციაში თავდასხმების განხორციელებაში. ჯგუფს აკისრებდნე აჰვაზში, 2018 წელს ყოველწლიურ სამხედრო აღლუმზე აფეთქების მოწყობას, რასაც 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.