აშშ-ის მხარდაჭერილი მოლაპარაკების შემდეგ, ფაშინიანი კვლავ ლაპარაკობს სომხეთისა და აზერბაიჯანის პოზიციათა სხვაობაზე
რადიო თავისუფლებისთვის 5 მაისს მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ფაშინიანმა თქვა, რომ პოზიციათა მთავარი განსხვავება არ მიემართება მხოლოდ მთიან ყარაბაღს, არამედ ასევე მოიცავს ტერიტორიულ და უსაფრთხოების გარანტიათა საკითხებს.
"კვლავ ვერ ვახერხებთ შეთანხმების მიღწევას სამშვიდობო შეთანხმების ფორმულირებაზე, რომელიც დაგვარწმუნებდა, რომ აზერბაიჯანი აღიარებს სომხეთის 29,800 კვადრატულ კილომეტრს" საბჭოთა პერიოდის მის საზღვრებში, თქვა ფაშინიანმა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა გარანტიების საჭიროებას, რადგან "ნებისმიერი შეთანხმება, ყველაზე მკაფიოდ ფორმულირებულიც, უშვებს ინტერპრეტაციას".
ფაშინიანს, რომელიც რადიო თავისუფლებას ელაპარაკა პრაღაში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის დროს, მხედველობაში ჰქონდა ტექსტი შეთანხმებისა, რომელიც ეხება მშვიდობას და სახელმწიფოებს შორის კავშირების დამყარებას და რომელიც აშშ-ის მხარდაჭერილ შეხვედრაზე განიხილეს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა.