სერგი კაპანაძე - "არც ერთ ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს უფლება, მოსახლეობის 80%-ზე მეტის ინტერესი პინაზე შეაგდოს და დაატრიალოს „რულეტკა“"
"საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობის ხაზგასმა კარგია, მაგრამ თუ გინდა, რომ ამით გადაფარო რეფორმების არარსებობა, ეს არ არის შორსმჭვრეტელური მიდგომა, რადგან თუ ამან არ იმუშავა, ვერ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს. ანუ, ეს გემბლინგს ჰგავს. მარტო ამიტომ არის დასასჯელი "ქართული ოცნება", რომ ამ გებლინგში შეიყვანა ქვეყანა.
გეოპოლიტიკური გზავნილი ერთგვარი შანტაჟია: შენ მე მომეცი პირობები, რომლებსაც არ ვასრულებ ბოლომდე. კი გეუბნები, რომ ვასრულებ, მარგამ შენც იცი და მეც ვიცი, რომ არ ვასრულებ, ოღონდ, ახლა თუ ამაზე მომაწვები, შეიძლება დაკარგო ქვეყანა გეოპოლიტიკურად.
ამ შანტაჟმა შეიძლება იმუშაოს, მაგრამ თუ არ იმუშავა, გეგმა „ბ“ რა არის, ჩემთვის არის გაუგებარი".