გარდაიცვალა რუსი დიზაინერი, საფრანგეთში "წითელ დიორად" წოდებული ვიაჩესლავ ზაიცევი
ზაიცევი გარდაიცვალა მოსკოვთან ახლოს, ქალაქ შჩელკოვოში მდებარე საავადმყოფოში.
ზაიცევი იყო ერთ-ერთი პირველი საბჭოთა დიზაინერი, რომელმაც დასავლეთშიც მოიპოვა აღიარება - განსაკუთრებით საფრანგეთში, სადაც მას "წითელ დიორად" იცნობდნენ. იგი იყო ავტორი საბჭოთა ათლეტების სამოსისა მოსკოვში 1980 წელს გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე, 1991 წელს შექმნა რუსეთის მილიციის ახალი უნიფორმა.