რუსეთის რკინიგზაზე აფეთქება მოხდა
გუბერნატორის თანახმად, არავინ დაშავებულა. ბოგომაზის ცნობით, რკინიგზაზე ჯერჯერობით დაუდგენელი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. მიმდინარეობს გამოძიება. სარკინიგზო მიმოსვლა დროებით შეწყდა.
რუსული ტელეგრამ-არხი "ბაზა" წერს, რომ რელსებიდან გადასულია ნავთობპროდუქტებით დატვირთული მატარებლის 7-8 ვაგონი. ავარიის ადგილზე ხანძარი გაჩნდა.
რუსეთის ბრიანსკის ოლქი უკრაინის სუმის და ჩერნიგოვის ოლქებს ესაზღვრება. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკრაინელი სამხედროები არაერთხელ დაადანაშაულა რეგიონის ტერიტორიის დაცხრილვასა და დრონებით შეტევაში. კიევი მსგავს ფაქტებს, როგორც წესი, ოფიციალურად არც უარყოფს და არც ადასტურებს.