პაპმა ისაუბრა მონაწილეობაზე უკრაინის შესახებ ჯერჯერობით საიდუმლო სამშვიდობო მისიაში
"მისიის ფარგლებში უკვე მიმდინარეობს მუშაობა, მაგრამ დეტალები ჯერჯერობით საჯარო არ არის", - თქვა პაპმა და აღნიშნა, რომ როცა დრო მოვა, დეტალებზე თავად ისაუბრებს. ამასთან, პაპმა თქვა, რომ მზადაა მონაწილეობა მიიღოს იმ უკრაინელი ბავშვების რეპატრიაციის პროცესში, რომლებიც რუსეთში ან ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაიყვანეს.
სამშვიდობო მისიის შესახებ ფრანცისკე ჟურნალისტებს ესაუბრა მაშინ, როცა მოფრინავდა უნგრეთიდან, სადაც სამი დღე დაჰყო. "ვფიქრობ, რომ მშვიდობის მიღწევა ყოველთვის ურთიერთობის არხების გახსნითაა შესაძლებელი. მშვიდობას ვერასოდეს მიაღწევთ, თუ ეს არხები დახურული იქნება. ეს არაა ადვილი", - რომის პაპის ამ სიტყვებს ავრცელებს სააგენტო "როიტერსი".