Добавить новость
World News





160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


„ივანიშვილის რეჟიმი აპირებს, განაგრძოს დასავლური ინტეგრაციის ხელშეშლა" - უსაფრთხოების და საერთაშორისო ურთიერთობის პროფესიონალთა განცხადება

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების და საერთაშორისო ურთიერთობის საკითხების პროფესიონალები განცხადებას ავრცელებენ ე.წ. „უცხო ქვეყნის აგენტთა“ შესახებ კანონპროექტის შესახებ. 


როგორც განცხადების ავტორები აღნიშნავენ, „მასობრივი საზოგადოებრივი მშვიდობიანი პროტესტების შედეგად და პროტესტანტების უმოწყალოდ დარბევის შემდეგ, 9 მარტს, საპარლამენტო უმრავლესობამ, განაცხადა რომ აპირებს გამოიწვიოს ზემოხსენებული კანონპროექტი. მიუხედავად იმისა, რომ ეს სამოქალაქო საზოგადოების წარმატებაა, მათი განცხადების შინაარსიდან გამომდინარე, რომლის მიხედვითაც ისინი კვლავ აპირებენ ამ კანონპროექტის პროპაგანდირებას, აშკარაა, რომ ივანიშვილის რეჟიმი აპირებს განაგრძოს მანიპულაციური გზით ქართული საზოგადოების, საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და დასავლური ინტეგრაციის პროცესისათვის ხელშეშლა".  


ეროვნული უსაფრთხოების და საერთაშორისო ურთიერთობის  საკითხების პროფესიონალები ასევე შეშფოთებას გამოხატავდნენ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების გამო. მათი შეფასებით, კანონპროექტი მიმართულია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ.


„ამ კანონპროექტის და მისი მიღების პროცესის მიზანია საქართველოს მოქალაქეთა მკაფიოდ გამოხატული ნების, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის მანიპულაციური გზით შეჩერება, ქართულ საზოგადოებაში შუღლისა და დაპირისპირების გაღვივება. ეს პროცესი მიმართულია კრიტიკული აზრის ჩახშობისა და თავისუფალი მედიისა და არასამთავრობო სექტორის დემონიზაციისა და დევნისაკენ. კანონპროექტი ანტიკონსტიტუციურია, რამდენადაც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და კონსტიტუციით განსაზღვრული საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტის - ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას.


ეს პოლიტიკური პროცესი განამტკიცებს საქართველოში სახელმწიფოს მიტაცებას, ოლიგარქ ივანიშვილის ავტორიტარულ, არაფორმალურ მმართველობას და საქართველოში რუსეთის გავლენას.


მმართველი პარტიის მიერ დასავლელი პარტნიორების მზარდი უხეში კრიტიკა, ამ კანონპროექტზე ნატო-სა და ევროკავშირის უკიდურესად კრიტიკული შეფასებების სრული იგნორირება და მისი პირველი მოსმენით მიღება ცხადყოფს, რომ საქართველოს ხელისუფლება და მისი არაფორმალური ერთპიროვნული ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ავტოკრატიული მმართველობის კონსოლიდაციის მიზანს სწირავს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.


საყურადღებოა, რომ ჩვენს ქვეყანაში მთავრობის მიერ დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თავისუფალი მედიის  მზარდი შევიწროების ფონზე, სასათბურე პირობები ექმნებათ პრორუსული ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებს, მათ შორის ალტინფოს, გორჩაკოვის ფონდის პარტნიორ ორგანიზაციებს და პატრიოტთა ალიანსს, რომელთა მიერ ანტიდასავლურ საქმიანობაზე დახარჯული მნიშვნელოვანი თანხების წარმოშობა ჯერ კიდევ დაუდგენელია.


საბოლოო ჯამში, ქართული ოცნების მიერ აქტიურად გატარებული აღნიშნული პოლიტიკა ანადგურებს ჩვენი ქვეყნის მომავალს და დემოკრატიულ პერსპექტივას და ქვეყანას აქცევს რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფ ავტორიტარულ კლეპტოკრატიად.


ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, ქვეყნის დემოკრატიზაციისა და დასავლური ინტეგრაციის გზიდან ჩამოშორების თავიდან ასაცილებლად, ჩვენ, ეროვნული უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროფესიონალები, მოვუწოდებთ საქართველოს დემოკრატიული, ევროპული მომავლის გულშემატკივარ ყველა მოქალაქესა და ორგანიზაციას გაერთიანდეს ამ რუსული სტილის ანტიეროვნული კანონპროექტის წინააღმდეგ და ყველანაირი საჭირო მშვიდობიანი აქტივობების და პროტესტის ზომების გამოყენებით არ მისცეს ქართულ ოცნებას მისი მიღება-იმპლემენტაციის საშუალება", - ნათქვამი იყო განცხადებაში.


განცხადების ხელმომწერებმა მიმართეს საქართველოს მეგობრებსა და პარტნიორებს. 


„მოვუწოდებთ ჩვენ მეგობრებსა და პარტნიორებს, ევროკავშირსა და ნატოს შესაბამის უმაღლეს სტრუქტურებს, ამ ორგანიზაციების წევრი ქვეყნებისა და შვეიცარიის მთავრობებს, მათ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს საქართველოში, მხარი დაუჭირონ ქართველი ხალხის მტკიცე ნებას იცხოვრონ ევროპულ, თავისუფალ ქვეყანაში,  და გამოიყენონ ყველანაირი საჭირო ზომა და ინსტრუმენტი, პერსონალური სანქციების დაწესების ჩათვლით, რათა მაქსიმალური ზეწოლა მოახდინონ ბიძინა ივანიშვილის ქართულ ოცნებაზე ამ კანონპროექტის მიღება-იმპლემენტაციაზე უარის თქმისა და საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნების მიზნით", - აღნიშნული იყო განცხადებაში. 


განცხადებას ხელს აწერენ: 



გრიგოლ მგალობლიშვილი - საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, საქართველოს ყოფილი ელჩი ნატოში, საქართველოს ყოფილი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში
ეკატერინე სირაძე-დელონე - საქართველოს ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკასა და მონაკოს სამთავროში, საქართველოს ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი იუნესკოში
ნატალი საბანაძე - საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი ევროკავშირში და ელჩი ბელგიასა და ლუქსემბურგში, მიწვეული პროფესორი მაუნტ ჰოლიოკის კოლეჯში, აშშ
კორნელი კაკაჩია - საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი
თინათინ ხიდაშელი - საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი
ეკატერინე მეტრეველი - საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი
დავით აფრასიძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
ვასილ სიხარულიძე - საქართველოს  თავდაცვის ყოფილი მინისტრი და საქართველოს ყოფილი ელჩი აშშ-ში
ეკა აკობია - საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი
ზურაბ დავითაშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
გელა ბეჟუაშვილი - საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი
შორენა ლორთქიფანიძე - თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს დამფუძნებელი და გამგეობის წევრი
ბიძინა ლებანიძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
ელჩი გიგი გიგიაძე - ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსი მკვლევარი
ბათუ ქუთელია - საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე და საქართველოს ყოფილი ელჩი აშშ-ში
ელჩი მალხაზ მიქელაძე
ელჩი შოთა ღვინერია
მიხეილ დარჩიაშვილი - საქართველოს  თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
ლაშა ძებისაშვილი -  საქართველოს ყოფილი მრჩეველი ნატოს შტაბბინაში
გიორგი მუჩაიძე - საქართველოს ატალანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი და საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
თენგიზ ფხალაძე - საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი და საგარეო ურთიერთობათა მდივანი
ბაკურ კვაშილავა - საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის  სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი
ირაკლი ფორჩხიძე - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მოადგილე
ზურაბ ბატიაშვილი - თურქეთში საქართველოს საელჩოს ყოფილი მრჩეველი
სერგი კაპანაძე - საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე
თორნიკე გორდაძე - საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ყოფილი მინისტრი
თამარა პატარაია - თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს დამფუძნებელი და გამგეობის წევრი
ელჩი ნიკოლოზ ვაშაკიძე - საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე
ვანო მაჭავარიანი - უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე საქართველოს საგარეო საკითხებში, საქართველოს ყოფილო ელჩი იაპონიაში
გიორგი გვალია - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
დავით რაქვიაშვილი - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი
ფიქრია ასანიშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ხელმძღვანელი
თორნიკე თურმანიძე - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე
ელჩი მამუკა ჟღენტი - საქართველოს ყოფილი წარმომადგენელი ევროსაბჭოში
გიორგი ბადრიძე - საქართველოს ყოფილი ელჩი გაერთიანებულ სამეფოში
მამუკა კუდავა - საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე და საქართველოს ყოფილი ელჩი საფრანგეთში
გია ჯაფარიძე - პორტუგალიისა და კვიპროსის საქმეთა საქართველოს ყოფილი დროებითი რწმუნებული
შოთა უტიაშვილი - საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი
ეკატერინე ტყეშელაშვილი - საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი
ნინო კალანდაძე - საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, პარლამენტის ყოფილი წევრი
მირიან ფოფხაძე - ამერიკის საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის მკვლევარი
მანუჩარ წოწონავა - საქართველოს ყოფილი კონსული ოდესაში, მიკოლაივსა და ხერსონში
არჩილ აბაშიძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი


განცხადება ღიაა ხელმოსაწერად ამ სფეროს ყველა პროფესიონალისთვის.




Загрузка...

Читайте на сайте

Другие проекты от 123ru.net








































Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net