თანაბრად გვაინტერესებს ვინ აფინანსებს როგორც "სირცხვილიას", ისე "პრიმაკოვის ფონდს" - კობახიძე
მოძრაობა "სირცხვილია" 20 ივნისის აქციების დროს გაჩენილი საპროტესტო მოძრაობის შედეგად შექმნილი ახალგაზრდული ორგანიზაციაა. "პრიმაკოვის ფონდი" ღიად პრორუსული ორგანიზაციაა, რომლის ხელმძღვანელიც საქართველოში ჰომოფობი პოლიტიკოსი, დიმიტრი ლორთქიფანიძეა.
ირაკლი კობახიძე "სირცხვილიას" და "პრიმაკოვის" ფონდს პირველად არ განიხილავს ერთ სიბრტყეზე - 22 თებერვალს მან ევროკავშირი დაადანაშაულა საქართველოში პოლარიზაციის გაღრმავების ხელშეწყობაში და არგუმენტად სწორედ დასავლური ფონდების მიერ "სირცხვილიას" დაფინანსება მოიყვანა.
"ქართული ოცნებიდან" "სიმართლის სათქმელად" გამოყოფილი დეპუტატების პოლიტიკური გაერთიანება "ხალხის ძალის" კანონპროექტი, მათი განმარტებით, მიზნად ისახავს უცხოეთიდან საქართველოში შემოსული თანხების გამჭვირვალობას, საზოგადოების დიდი ნაწილი და საქართველოს პარტნიორები კი მიიჩნევენ, რომ ამ ინიციატივის მიზანი თავისუფალი მედიისა და არასამთავრობო სექტორის გაჩუმება და გაქრობაა.