კიევში რამდენიმე აფეთქება მოხდა
9 მარტს, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის სხვადასხვა ოლქზე მიიტანეს მასირებული სარაკეტო შეტევა. აფეთქებები მოხდა ოდესის, ნიკოლაევის, ხერსონის, ხარკოვის და სხვა ოლქებშიც. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე გამოცხადებული იყო საჰაერო განგაში.
წინასწარი მონაცემებით, სარაკეტო დარტყმები ძირითადად, ენერგოობიექტებზე განხორციელდა. უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანიის ინფორმაციით, მასირებული სარაკეტო შეტევის გამო, იძულებული გახდნენ ელექტროენერგიის ე.წ. პრევენციული გათიშვა დაეწყოთ.