საპოლიციო ძალებმა რუსთაველის გამზირი და კოსტავას ქუჩა დემონსტრანტებისგან გაათავისუფლეს
პოლიციამ ფილარმონიის შენობამდე აქციის მონაწილეების მიერ გზადაგზა სახელდახელოდ მოწყობილი არაერთი ბარიკადი გაარღვია. პოლიციელები აგრესიულად ეპყრობოდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტებსა და ოპერატორებს.
აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ „უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტს, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერით, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.
დღეს, 9 მარტს, 11:00 საათზე, ოპოზიციური პარტიების ერთობა და საპროტესტო მოძრაობაში ჩართული სტუდენტები გამართავენ საგანგებო ბრიფინგს და წარმოადგენენ საერთო-სახალხო მშვიდობიანი დაუმორჩილებლობის 3-პუნქტიან გეგმას.