დემონსტრანტებმა რუსთაველის გამზირზე მანქანა ამოატრიალეს და ცეცხლი წაუკიდეს
რუსთაველის გამზირსა და თბილისის სხვა ქუჩებზე რამდენიმე საათია სპეცდანიშნულების რაზმი ცდილობს აქციის მონაწილეების დაშლას. მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებენ ცრემლმდენ გაზსა და წყლის ჭავლს.
პროტესტის კერების გაშლის პარალელურად, დემონსტრანტები ფაქტობრივად მეორედ შეიკრიბნენ რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ, რაც სპეცრაზმმა ერთხელ სცადა მისი გაწმენდა - ამ დროისთვის პარლამენტის წინ კვლავ არიან მოქალაქეები მობილიზებულნი, რომელიც წინ უდგანან სპეცდანიშნულების რაზმებს და სპეცტექნიკას.
აქციის მონაწილეები აპროტესტებენ „უცხოური გავლენის აგენტების' შესახებ" კანონპროექტს.