Добавить новость
World News





160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


როგორ ემზადება ხალხი უკრაინაში ბირთვული თავდასხმისთვის

მას შემდეგ, რაც უკრაინა კონტრშეტევაზე გადავიდა, ბირთვული ომის თემა ისევ აქტუალური გახდა. უკრაინასა და რუსეთში  ბირთვულ საფრთხეებზე მსჯელობენ, უმეტესობა სერიოზულად, ზოგი - ნაკლებად.



რა უნდა ვქნათ ახლა? 
უშუალოდ აფეთქებისას? 
მაშინ, თუ ოჯახის წევრები მოშორებით არიან? 
რომელი შენობებია შედარებით უსაფრთხო? 
რამდენ ხანს უნდა ვიჯდე თავშესაფარში? 
რა დამჭირდება? 
შემიძლია იქ სხვებიც მივიღო? 
გამოსვლის დრო როცა მოვა, როგორ გამოვიდე?


სტატიები, ბლოგები, იუტუბისა თუ ტიკ-ტოკის ვიდეოები ამ თემებზე, უკრაინაში და არა მხოლოდ, თებერვლიდან მოყოლებული იწერება. ეს ერთგვარი ინსტრუქციებია, რომლითაც ბირთვული შეტევის დროს თავის გადარჩენა შეიძლება. მსგავსი რჩევები ახლა კიდევ უფრო აქტუალური გახდა. რუსეთი ომს აგებს, რის გამოც პუტინმა შეიძლება ყველაზე სასოწარკვეთილი გადაწყვეტილება მიიღოს.


ჩერნობილის აფეთქების შემდეგ უკრაინას კარგად ახსოვს, რამდენად დამღუპველი შეიძლება იყოს ბირთვული ზემოქმედება. ჩერნობილი იციან რუსეთშიც, მაგრამ, როგორც ჩანს, შედარებით ახალგაზრდებს ეს ტრაგედია ყურადღების მიღმა დარჩათ, რადგან როდესაც რუსეთის ჯარისკაცებმა 2022 წელს უკრაინის ატომურ სადგურებზე იერიში მიიტანეს, ისინი თვეები რადიაქტიულ ზონაში ცხოვრობდნენ. თვითმხილველები ამბობენ, რომ ჯარისკაცები იქვე ჭამდნენ, რადიაციით დაბინძურებულ მდინარეში თევზაობდნენ და სანგრებსაც თხრიდნენ იმ მიწაში, სადაც რადიაქტიური ნივთიერებები იყო ჩამარხული, ანუ აკეთებდნენ ყველაფერ იმას, რის გაკეთებაც ამ ზონაში სასტიკად აკრძალულია.


თებერვლიდან მოყოლებული საზოგადოება მსჯელობს, გადადგამს თუ არა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ნაბიჯს, რომელსაც კატასტროფა მოჰყვება. ამ თემას განიხილავენ როგორც ჟურნალისტები, ასევე ფორუმების მომხმარებლებიც, მაგრამ ბირთვული ომის შესახებ მსოფლიომ მხოლოდ თეორიულად იცის და კონკრეტული შედეგების ზუსტი გათვლა ყველას უჭირს.  




„არ მჯერა, რომ ბირთვულ იარაღს გამოყენებს. ჯერ ისიც არ ვიცით, ეს იარაღი რა მდგომარეობაშია, სხვა იარაღი რა მდგომარეობაშიც იყო, კი ვნახეთ. იქნებ, საერთოდ ჟანგი მოედო. თან აშშ-მა უკვე ყველა არხზე განაცხადა, რა მოუვა პუტინს, თუ თავისი ბებერი ხელებით წითელ ღილაკს წაეპოტინება. თან მხოლოდ მან ხომ არ უნდა დააჭიროს, სხვა ამის მსურველი კი არა მგონია რუსეთში გამოჩნდეს“, - თქვა უკრაინელმა ჟურნალისტმა დმიტრი გორდონმა იუტუბარხზე „ხოდორკოვსკი-ლაივ“.


თუმცა თავად უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ასე დარწმუნებული არ არის: „შეიძლება გუშინ ეს ბლეფი იყო, მაგრამ ახლა, ეს შეიძლება რეალობად იქცეს. არ ვფიქრობ, რომ ეს ბლეფია“, 


„რუსეთს უნდა ესმოდეს, რომ ბირთვული ომის მოგება შეუძლებელია, და რომ მისი წამოწყება არ ღირს“, - განაცხადა 30 სექტემბერს ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.


ვლადიმირ პუტინმა არაერთხელ თქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთსაც საპასუხო დარტყმა ემუქრება. რუსეთის მოსახლეობა ოფიციალურად თავდაცვისთვის არავის გაუფრთხილებია. სოციალურ ქსელებში რუსებიც მსჯელობენ, სად რას დაეცემა ბომბი და რა მიმართულებით უნდა გაიქცნენ. ინსტრუქციები სხვადასხვანაირია, ერთაბზაციანიც და ისეთიც, რომელიც სამოქალაქო თავდაცვის თითქმის მთელ კურსს შეიცავს. რჩევას იძლევა ყველა - ბირთვული ფიზიკის ექსპერტით დაწყებული, ტაროზე მკითხავით დამთავრებული.




მაგალითად, გოგონა „ტიკ-ტოკზე“ ცდილობს გამოიცნოს, რუსეთის რომელ ქალაქებს ემუქრება ბირთვული შეტევა. „თუ ბირთვული ომი დაიწყო, მოწინააღმდეგე სტრატეგიულ ქალაქებს დაარტყამს, ეს ქალაქებია: მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი, ყაზანი, სიმფეროპოლი, ვლადივოსტოკი, კალინინგრადი...“ ამის შემდეგ კომენტარებში ზოგს ვერ გაუგია, ტიკტოკერმა კონკრეტულად ეს ქალაქები რატომ ჩამოთვალა, ზოგი მადლობას იხდის „გამხნევებისთვის“, ზოგი კი - ვინც სოფლებში ცხოვრობს - ფიქრობს, რომ გადარჩა.


ხშირია აპოკალიფსური ვიდეოები, რომლებშიც ბლოგერები ყველაზე უარეს ვარიანტებს განიხილავენ, მაგალითად, დედამიწაზე არსებული მთელი ატომური მარაგის ერთდროულად აფეთქება და ბირთვული ზამთარი, რომლის შედეგადაც კაცობრიობას გადარჩენის შანსი უბრალოდ აღარ რჩება.  


რუსულ და უკრაინულ არხებზე საკმაოდ პოპულარულია ტაროს კარტზე მკითხაობა. ომამდე ტაროს ძირითადად ოჯახის შექმნასა და სამსახურის პოვნაზე შლიდნენ, თებერვლის შემდეგ კი მომხმარებელებს სურთ გაიგონ, როგორ დამთავრდება ომი, ვინ მოიგებს, როდის და როგორ მოკვდება პუტინი და იქნება თუ არა ბირთვული შეტევა.


ბირთვული დარტყმისთვის უკვე ემზადება კიევის მოსახლეობა. „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ჟურნალისტი ბორის საჩალკო თავის სიუჟეტში ჰყვება, რომ კიევში კორპუსების სადარბაზოებს თავშესაფრები აქვს, მაგრამ უმეტესობა მხოლოდ კონკრეტულ შენობაში მცხოვრებლებზეა გათვლილი, სპეციალური კოდი თუ არ იცი, კარს ვერ გააღებ. თუმცა, არის ღია თავშესაფრებიც, მართალია, მოუწყობელი და მარაგის გარეშე, მაგრამ თავის გადარჩენა მაინც შეიძლება. ასევე შესაძლოა შეგიფარონ იმ დაწესებულებებმა, რომლებიც მიწისქვეშა შენობებში მუშაობენ.


თავად კიეველები მორიგ ბირთვულ აჟიოტაჟს სიმშვიდით და იუმორითაც კი ხვდებიან. „პუტინისგან ყველაფერია მოსალოდნელი, ეგ ხომ სულელია“, - ამბობს კაცი, რომელიც ქუჩაში სკამზე ზის და გარშემო მტრედები ახვევია.


„არ მეშინია, ნებას არ მისცემენ“, - ვარაუდობს ასაკოვანი ქალბატონი.


„იქნება-არ იქნება, რა ვიცით, ან რა შეგვიძლია შევცვალოთ? თუ ჩამოვარდა, კარგად მეყოლე“, - ამბობს ახალგაზრდა კაცი, რომელიც კიევის ქუჩაში მეწყვილესთან ხელჩაკიდებული სეირნობს, - „და თუ არ ჩამოვარდება, წინასწარ რატომ დავიწყვიტოთ ნერვები“, - ასრულებს გოგონა.


ბოლო დროს უკრაინულ სოციალურ ქსელებში ხშირად ახსენებენ კიევის მთას - შეკავიცას. მასზე უამრავი სასაცილო მიმი შეიქმნა. კიეველებმა მოილაპარაკეს: ბირთვული შეტევის შემთხვევაში თავშესაფრებში ჩასვლის ნაცვლად ამ მთაზე შეიკრიბონ და ორგია მოაწყონ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხუმრობა იყო, იდეა მაშინვე აიტაცა ბიზნესმა, მათ შორის, სუპერმარკეტებმა და სატელეფონო კომპანიებმაც. რამდენიმე დღეში ტელეგრამარხმა „ორგია შეკავიცაზე“ ხუთი ათასამდე გამომწერი მოაგროვა. მთაზე უკვე ახლა შეხვდები მოსეირნე ადამიანებს, რომლებმაც მოსალოდნელი ორგიის შესახებ შეიტყვეს.


„იცით, ყველაზე ცუდ პირობებშიც ხალხი შეეცდება, რამე დადებითი იპოვოს, - ეუბნება ერთ-ერთი მოსეირნე „ნასტოიაშჩეე ვრემიას“, - ეს არის მეგაოპტიმიზმი, რომელიც მხოლოდ უკრაინელებს ახასიათებთ“.




Загрузка...

Читайте на сайте

Другие проекты от 123ru.net








































Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net