აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები შემოიღეს
სანქციების სიაში არის რუსეთის ცენტრალური ბანკის მმართველი ელვირა ნაბიულინა.
აშშ-ის სანქციების სიაში ასევე არიან ვიცე-პრემიერი ალექსანდრ ნოვაკი, ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე ოლგა სკორობოგატოვა და ფედერაციის საბჭო. სახელმწიფო დუმის წევრთაგან სანქციები გავრცელდა სერგეი მირონოვზე, ანდრეი კლიშასზე, კონსტანტინ კოსაჩევზე, ელენა მიზულინაზე, ლიუდმილა ნარუსოვაზე, ლეონიდ სლუცკისა და სხვებზე.
გარდა ამისა, სიაშია მოხვდნენ პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინის, ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე ვალენტინ მატვიენკოს, თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს, ეროვნული გვარდიის ფედერალური სამსახურის დირექტორის, ვიქტორ ზოლოტოვის, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის, მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის, სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორ ალექსანდრ ბეგლოვის ოჯახის წევრები.
კანადამ სანქციები დაუწესა რუსეთის 43 მოქალაქეს, სხვათა შორის სიაში მოხვდნენ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის შვილები, სახელმწიფო კორპორაცია ВЭБ-ის ხელმძღვანელის, იგორ შუვალოვის, სანქტ-პეტერბურგის ვიცე-გუბერნატორ ვლადიმირ კნიაგინინის, კომპანია „გაზპრომის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, ფამილ სადიგოვის ოჯახის წევრები.