დეპუტატი ღუდუშაური რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე: დედაც გეფიცებით [კონტროლდება]
"არ მგონია, ვინმეს ჩაკეტილი ჰქონდეს საზღვარი და პირველი მერცხლები როგორ ან რატომ უნდა ვიყოთ, ესეც გაუგებარია. როდესაც სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ყველაფერი კონტროლდება. თუმცა სტატისტიკა არის გაზრდილი და ეს არის ცალსახა. ყოვლად დაუშვებელია იმაზე მეტი აჟიოტაჟის ატეხა, ვიდრე ზოგადად ობიექტური სურათია", - ამბობს დეპუტატი.
ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, დარწმუნებული იყო თუ არა, რომ რუსეთის მოქალაქეების ქვეყნაში შემოსვლა კონტროლდება, დეპუტატმა ასე უპასუხა:
"დედაც გეფიცებით, რომ ეგრეა"