შსს აცხადებს, რომ საქართველოში შემომსვლელი რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა იკლებს
28 სექტემბრის 10:00 სთ-დან 29 სექტემბრის 10:00 სთ-მდე შემოვიდა 9642 და გავიდა 5448 მოქალაქე; 29 სექტემბრის 10:00 სთ-დან 30 სექტემბრის 10:00 სთ-მდე შემოვიდა 6109 და გავიდა 5186 მოქალაქე.
შსს-ს არ გამოუქვეყნებია 27 სექტემბრის მონაცემები.
"სასაზღვრო გამშვებ პუნქტ "დარიალში" სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების გატარება ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა, რის შედეგადაც ბოლო დღეებში შეფერხებული სატრანზიტო ავტომიმოსვლა სრულად აღდგა", - აცხადებენ შსს-ში.
სტატისტიკა შსს-მ 27 სექტემბერსაც გამოაქვეყნა. მონაცემებში გამოჩნდა, რომ მობილიზაციის გამოცხადებამდე საქართველოს რუსეთის უფრო მეტი მოქალაქე ტოვებდა, ვიდრე შემოდიოდა.
მობილიზაციის გამოცხადებამდე:
17 სექტემბერს შემოვიდა - 6986, გავიდა - 7406; 18 სექტემბერს შემოვიდა - 6606, გავიდა - 6743; 19 სექტემბერს შემოვიდა - 6411, გავიდა - 6782; 20 სექტემბერს შემოვიდა - 5603, გავიდა - 6199.
მობილიზაციის გამოცხადებამდე, 17-20 სექტემბრის პერიოდში, სულ შემოვიდა 25 606 რუსეთის მოქალაქე და გავიდა - 27 130.
მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ:
21 სექტემბერს შემოვიდა - 6402, გავიდა - 6011; 22 სექტემბერს შემოვიდა - 6150, გავიდა - 6050; 23 სექტემბერს შემოვიდა - 9307, გავიდა - 6214; 24 სექტემბერს შემოვიდა - 9330, გავიდა - 6249; 25 სექტემბერს შემოვიდა - 11 143, გავიდა - 5519; 26 სექტემბერს შემოვიდა - 10 804, გავიდა - 4947.
მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, 21-26 სექტემბრის პერიოდში, სულ შემოვიდა 53 136 რუსეთის მოქალაქე და გავიდა - 34 990.
21 სექტემბერს რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთის საზღვარზე სახმელეთო სასაზღვრო- გამშვებ პუნქტებზე მრავალსაათიანი რიგები გაჩნდა. საქართველოს საზღვარზე ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გარდა, საცობებია ყაზახეთის, მონღოლეთისა და ფინეთის საზღვრებზე.