თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-სპიკერს ვოლფგანგ კუბიცკის სასამართლოში უჩივის
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-სპიკერს ვოლფგანგ კუბიცკის სასამართლოში უჩივის.
გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-სპიკერმა წინასაარჩევნო კამპანიის დროს ერდოღანს „პატარა კანალიზაციის ვირთხა უწოდა“.
Spiegel- ის ცნობით, გერმანიის პროკურატურაში თურქეთის პრეზიდენტის ადვოკატმა მუსტაფა კაპლანმა ერდოღანის სახელით 7-გვერდიანი სარჩელი შეიტანა.
თავად კუბიცკის განცხადებით, „კანალიზაციის ვირთხა“ არის „პატარა, საყვარელი, მაგრამ ჭკვიანი არსება“, რომელიც ჩნდება საბავშვო მოთხრობებში.
ცნობისთვის, ბუნდესტაგის ვიცე-სპიკერის შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო, თურქეთმა გერმანიის ელჩი დაიბარა. პარტიის წინასაარჩევნო ღონისძიებაზე ქვემო საქსონიაში, კუბიკიმ გააკრიტიკა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლტოლვილთა კრიზისის გამო. კუბიცკიმ ერდოღანს „კანალიზაციის ვირთხა“ უწოდა და თურქეთის მთავრობა შემდეგი მიგრაციული კრიზისის განზრახ პროვოცირებაში დაადანაშაულა.