Добавить новость
World News





160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


სისტემის გენეტიკური შეცდომა

91 წლის ასაკში გარდაიცვალა მიხეილ გორბაჩოვი, საბჭოთა კავშირის პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტი, ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში, 1988 წლამდე სსრკ-ის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი, რომლის სახელსაც უკავშირდება ამერიკის მე-40 პრეზიდენტის მიერ „ბოროტების იმპერიად“ წოდებული საბჭოთა კავშირის დაშლა, თუმცა, როგორც ისტორიკოსები ამბობენ, საბჭოთა კავშირისა და სოციალიზმის ხელყოფა არ ყოფილა მიხეილ გორბაჩოვის შორსმიმავალი და კარგად გათვლილი გეგმის ნაწილი. მეტიც, გორბაჩოვის ბიოგრაფიის მკვლევრების მტკიცებით, მას საერთოდ არ გააჩნდა არც გეგმა და არც მოქმედების სტრატეგია. ეგ კი არა, ალექსანდრ იაკოვლევის, ცკ-ის მდივნისა და გორბაჩოვის უახლოესი თანამებრძოლის თქმით, გორბაჩოვს რიგიანად გააზრებულიც კი არ ჰქონდა, რასაც აკეთებდა.


„ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ თავადაც ეშინოდა საკუთარ თავში ჩახედვისა, რათა არ ენახა იქ ისეთი რამ, რომლის არსებობა ჯერ თვითონაც არ იცოდა... გორბაჩოვს მუდმივად სჭირდებოდა გამხნევება, შექება, თანაგრძნობა და შეგულიანება, როგორც პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, ასევე პრაქტიკული საქმეების საკეთებლად“, - წერს ალექსანდრ იაკოვლევი მოგონებების წიგნში „მიმწუხრი“.




ისტორიკოს თორნიკე შარაშენიძის თქმით, პოლიტიკოსი ფასდება მისი პოლიტიკის შედეგებით, მოტივებს ნაკლები მნიშვნელობა აქვს, გორბაჩოვის პოლიტიკას კი შედეგად საბჭოთა კავშირის დაშლა მოჰყვა.


„გორბაჩოვი იყო ჭეშმარიტი ლენინისტი, რომელსაც სჯეროდა, რომ საბჭოთა კავშირს დიდი მომავალი ჰქონდა და ამისთვის უბრალოდ მისი "გარდაქმნა" იყო საჭირო, - ამბობს თორნიკე შარაშენიძე, - Его пример другим наука [„მისი მაგალითი სხვებისთვის ჭკუის სასწავლებელია“]. გორბაჩოვის პოლიტიკის კიდევ ერთი შედეგი ისაა, რომ რუსეთის პოლიტიკოსთა და მოქალაქეთა უმრავლესობას სასტიკად ეშინია რეფორმების (ქვეყანა კიდევ ერთხელ რომ არ დაიშალოს). შედეგად გვაქვს დღევანდელი რუსეთი. გორბაჩოვს რომ არ წამოეწყო რეფორმები, არც არაფერი მოხდებოდა იმის მიუხედავად, ვინ იჯდებოდა თეთრ სახლში. სხვა საქმეა, რომ პროცესს ჯერ რონალდ რეიგანმა და შემდეგ (კიდევ უფრო მეტად!) მამა ბუშმა შეუწყვეს ხელი. თუმცა, ეს რეფორმები ალბათ ოდესღაც ვიღაცას უნდა წამოეწყო“.


რეფორმები კი მართლაც მასშტაბური წამოიწყო!


თუმცა, მანამდე იყო ფაქტობრივად ვერტიკალური აღმასვლა კარიერაში:


ვერცხლის მედალზე სკოლის დასრულებამ და შრომის წითელი დროშის ორდენმა (კომბაინერ შრომის გმირ მამას ეხმარებოდა მოსავლის აღებაში) მიხეილ გორბაჩოვს გზა გაუხსნა სსრკ-ის ყველაზე პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებისკენ, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტისკენ, სადაც უგამოცდოდ ჩაირიცხა იურიდიულ ფაკულტეტზე, თუმცა უმაღლესი სასწავლებლის წითელი დიპლომით დასრულების მიუხედავად, ვერ შეძლო მოსკოვში კარიერის გაგრძელება და უკან, სტავროპოლის მხარეში დაბრუნება მოუწია, სადაც არ ისურვა პროკურატურაში გამომძიებლად მუშაობა და კომკავშირულ საქმიანობაში ჩაება.




მიხეილ გორბაჩოვმა 11 წელი (1955-1966) მოანდომა მხარეში ყველაზე მაღალი, კომუნისტური პარტიის სტავროპოლის სამხარეო კომიტეტის პირველი მდივნის თანამდებობის დაკავებას, რაშიც, როგორც ამბობენ, მხარის სპეციფიკამაც შეუწყო ხელი.


სტავროპოლის მხარის ტერიტორიაზე მდებარეობდა კავკასიის მინერალური წყლების სანატორიუმები, სადაც რეგულარულად ჩადიოდნენ საკავშირო კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს ხანდაზმული წევრები. გამორჩეული სტუმრების სანაქებო დახვედრა-გაცილებით გორბაჩოვმა მოსკოვში საჭირო კავშირების გაბმა შეძლო. გორბაჩოვის სტუმრებს შორის იყო КГБ-ს მრისხანე თავმჯდომარე იური ანდროპოვი, რომელმაც, გორბაჩოვის ბიოგრაფების თქმით, 1978 წლის ზაფხულში, მინერალურ წყლებში დასვენებისას, გულისხმიერი მასპინძელი თვით გენმდივანს, ლეონიდ ბრეჟნევს გააცნო. ამავე წლის შემოდგომაზე გორბაჩოვი ცენტრალური კომიტეტის მდივანი გახდება, ორიოდე წელში კი - პოლიტბიუროს წევრი.




1985 წლის მარტში, ძალაუფლების მწვერვალზე აღმოჩენილი 54 წლის გორბაჩოვი მსოფლიოს ორი სუპერსახელმწიფოდან ერთ-ერთის მეთაური იყო, თუმცა სულ რაღაც 6 წელიწადში იგი დარჩა როგორც თანამდებობის, ასევე სახელმწიფოს გარეშე.


იმის გასარკვევად, თუ რა მოხდა ამ ექვსი წლის განმავლობაში, ამერიკელმა ისტორიკოსმა და სოვეტოლოგმა, უილიამ ტაუბმანმა 800-გვერდიანი წიგნი დაწერა - „გორბაჩოვი. მისი ცხოვრება და დრო“.



ემხრობოდა მხოლოდ ზომიერ ეკონომიკურ რეფორმებს და მხოლოდ შემდეგ გადაწყვიტა რადიკალური ცვლილებების გატარება თუ იმთავითვე ცდილობდა ტოტალიტარული სისტემისათვის ბოლოს მოღებას, მაგრამ მალავდა თავის ზრახვებს, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, სწორედ პოლიტბიუროს ის წევრები დაგლეჯდნენ, რომლებმაც აირჩიეს?
რამ შთააგონა საბჭოთა კავშირის კომუნისტური სისტემის გარდაქმნა?
რატომ იფიქრა, რომ შეეძლო დიქტატურა გადაექცია დემოკრატიად, გეგმური ეკონომიკა - საბაზროდ, სუპერცენტრალიზებული უნიტარული სახელმწიფო - ნამდვილ საბჭოთა ფედერაციად, ხოლო ცივი ომი - ახალ მსოფლიო წესრიგად, რომელიც დაფუძნებულია ძალის უარყოფაზე?
რატომ ეგონა, რომ სულ რამდენიმე წელიწადში შეძლებდა დაემსხვრია საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული რუსული პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური შაბლონები, რომელთა ფესვები გადგმულია ცარისტულ ავტოკრატიაში, საბჭოთა ტოტალიტარიზმსა და ხელისუფლებისადმი ნახევრად მონური მორჩილების ხანგრძლივ ეპოქებში, რომლებსაც პერიოდულად ცვლიდა სისხლიანი აჯანყებები და სამოქალაქო ჩართულობის მინიმალური გამოცდილებები, დემოკრატიული თვითორგანიზაციისა და კანონის ნამდვილი უზენაესობის ტრადიციის გარეშე?


ამ კითხვებზე პასუხების გაცემას დღემდე ცდილობენ ისტორიკოსები, რომლებიც, უილიამ ტაუბმანის მსგავსად, სქელტანიან ნაშრომებს აქვეყნებენ, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც გორბაჩოვის მოღვაწეობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას „რატომ?“, ლაკონიურად უპასუხებენ ისე, როგორც წლების წინ უპასუხა გორბაჩოვის თანაშემწემ, ანდრეი გრაჩოვმა:


„იმიტომ, რომ გორბაჩოვი სისტემის გენეტიკური შეცდომის პირმშოა“.


თუმცა, სისტემას გორბაჩოვის აღზევებამდეც უჭირდა: ლეონიდ ბრეჟნევის, იური ანდროპოვისა და კონსტანტინე ჩერნენკოს მმართველობის შემდეგ საბჭოთა ეკონომიკა სტაგნაციაში იმყოფებოდა, ნავთობის ფასების ვარდნამ (1 ბარელი - 12$) და ავღანეთში გაჭიანურებულმა ომმა კი უმწვავესი ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია. გორბაჩოვმა, გამოსავლის სახით, საბჭოთა, გეგმურ ეკონომიკაში საბაზრო ეკონომიკის ელემენტების - კერძო მეწარმეობისა და თავისუფალი ვაჭრობის შეტანა გადაწყვიტა, რაც მალევე გადაიზარდა პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემების მასშტაბური გარდაქმნის (Перестройка) პროგრამაში, რომელიც თავის მხრივ ასევე მოიცავდა საჯაროობას (Гласность).




2021 წელს გამოქვეყნებულ ვრცელ წერილში მიხეილ გორბაჩოვმა განაცხადა, რომ „პერესტროიკისა“ და „გლასნოსტის“ იდეა შექმნილმა ვითარებამ უკარნახა და არცერთი მათგანი მისი ახირება არ ყოფილა:


„დაავიწყდათ ან არ სურთ გაიხსენონ, როგორი მორალური და ფსიქოლოგიური ვითარება იყო საბჭოთა საზოგადოებაში 1985 წელს. ხალხი ითხოვდა ცვლილებებს. ყველა - ხელმძღვანელები და რიგითი ადამიანები - გრძნობდა, რომ რაღაც ისე არ ხდებოდა. ქვეყანა სულ უფრო და უფრო ღრმად ეფლობოდა უძრაობაში. ფაქტობრივად, შეწყდა ეკონომიკური ზრდა. იდეოლოგიურ დოგმებს მარწუხებში ჰქონდა მოქცეული ინტელექტუალური და კულტურული ცხოვრება. ბიუროკრატიული მანქანა პრეტენზიას აცხადებდა საზოგადოების ტოტალურ კონტროლზე, მაგრამ ვერ უზრუნველყოფდა ხალხის ელემენტარული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. საკმარისია გავიხსენოთ, რა ხდებოდა მაღაზიებში. სწრაფად უარესდებოდა სოციალური ვითარება, უკმაყოფილება იყო საყოველთაო. აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევდა, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლებოდა. ეს სიტყვები ჩემს თავში არ გაჩენილა, ყველას პირზე ეკერა“.




მიხეილ გორბაჩოვის სახელს უკავშირდება ე.წ. ახალი აზროვნების - საბჭოთა კავშირის საგარეო-პოლიტიკური მიდგომებისა და პოზიციების გადახედვის პროგრამაც, რამაც მაშინდელი ორი სუპერსახელმწიფო, აშშ და სსრკ, სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების შემცირების გადაწყვეტილებამდე მიიყვანა (გორბაჩოვისვე თქმით, სსრკ-ის სამხედრო ხარჯები მთელი ეკონომიკის 25-30 %-ს შეადგენდა).


მიხეილ გორბაჩოვს ასევე უკავშირდება აღმოსავლეთი ევროპის ტოტალიტარული რეჟიმებისა და ბერლინის კედლის უსისხლოდ დაცემა. გორბაჩოვმა ღიად მიანიშნა ვარშავის ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნების ლიდერებსა და ხალხებს, რომ არ აპირებდა 1956 წლის უნგრეთისა და 1968 წლის პრაღის გამეორებას.


„გენერალურო მდივანო გორბაჩოვ, თუ თქვენ ეძებთ მშვიდობას, თუ ეძებთ კეთილდღეობას საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპისთვის, თუ ეძებთ ლიბერალიზაციას, მობრძანდით ამ ჭიშკართან, მისტერ გორბაჩოვ, გახსენით ეს კარიბჭე. ბატონო გორბაჩოვ, დაანგრიეთ ეს კედელი („Tear down this wall!)!“ - ამერიკის მე-40 პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის ამ ისტორიული მიმართვიდან ორი წლის თავზე ბერლინის კედელი მართლაც დაანგრიეს, თანაც დაანგრიეს უსისხლოდ.




„ლიდერისთვის, და განსაკუთრებით საბჭოთა ლიდერისთვის, გორბაჩოვი არაჩვეულებრივად წესიერი პიროვნება იყო - ზედმეტად წესიერიც კი, როგორც ამას ბევრი რუსი და ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსი შენიშნავდა. მას კატეგორიულად არ სურდა ძალის გამოყენება, როცა ამას ითხოვდა ახალი, მის მიერ საფუძველჩაყრილი დემოკრატიული საბჭოთა კავშირის გადარჩენის აუცილებლობა“, - წერს უილიამ ტაუბმანი.


თუმცა სრულიად ძალადობის გარეშე და უსისხლოდ მაინც არ გამოვიდა. მიხეილ გორბაჩოვს მოუწია თავის მართლება ჯერ თბილისში, შემდეგ ბაქოსა და სხვა ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებში დაღვრილი სისხლის გამო.


„ძნელია ამის გახსენება, მაგრამ შემიძლია სუფთა სინდისით ვთქვა: თბილისში აქციის დაშლის გადაწყვეტილება მიიღეს ჩემს ზურგს უკან, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ. მაშინ და შემდეგაც მე მტკიცედ ვიცავდი ჩემს კრედოს: ყველაზე რთული პრობლემები უნდა მოგვარდეს პოლიტიკური საშუალებებით, ძალის გამოყენებისა და სისხლისღვრის გარეშე“, - დაწერა მიხეილ გორბაჩოვმა 2021 წელს გამოქვეყნებულ საჯარო წერილში.




მიხეილ გორბაჩოვი ბოლომდე ცდილობდა სსრკ-ის გადარჩენას, რისთვისაც 1991 წლის 17 მარტს საკავშირო რეფერენდუმიც კი ჩაატარა ერთადერთი, მაცდური კითხვით:


„მიგაჩნიათ თუ არა აუცილებლად საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის შენარჩუნება, როგორც თანაბარი სუვერენული რესპუბლიკების განახლებული ფედერაციისა, რომელშიც სრულად იქნება გარანტირებული ნებისმიერი ეროვნების ადამიანის უფლებები და თავისუფლებები?“


ოფიციალური მონაცემებით, სარეფერენდუმო კითხვას დადებითად უპასუხა კენჭისყრაში მონაწილეთა 77,8%-მა, თუმცა მიხეილ გორბაჩოვის ამ და ყველა სხვა მცდელობას წერტილი დაუსვა ე.წ. გე-კა-ჩე-პემ - გადატრიალების წარუმატებელმა მცდელობამ, რომელიც ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმებამდე ერთი დღით ადრე დაიწყო და, რომლის ჩავარდნის შემდეგაც ინიციატივა და პოლიტიკური ლიდერობა სრულად გადავიდა რუსეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მაშინდელი თავმჯდომარისა და რუსეთის მომავალი პრეზიდენტის, ბორის ელცინის ხელში.


იმ დროს, როცა მიხეილ გორბაჩოვი ფოროსში, სახელმწიფო აგარაკში იყო გამოკეტილი, ელცინმა პირადი თავდადებითა და ხალხის მხარდაჭერით სახელმწიფო გადატრიალების თავიდან აცილება შეძლო.




ფოროსიდან დაბრუნებული გორბაჩოვი თავის თავს აღარ ჰგავდა. საბჭოთა კავშირიც აღარ იყო უწინდელივით „ერთიანი და მძლავრი“, 1991 წლის 1 დეკემბერს უკრაინაში გამართულმა დამოუკიდებელობის რეფერენდუმმა კი, რომელიც სუვერენიტეტის 90,3%-იანი მხარდაჭერით დასრულდა, ბოლო საყრდენიც გამოაცალა გორბაჩოვსა და სსრკ-ის შენარჩუნების იდეას.


უკრაინის რეფერენდუმიდან ზუსტად ერთი კვირის თავზე, 8 დეკემბერს, რუსეთის, უკრაინისა და ბელორუსიის ლიდერებმა ბელოვეჟის ტევრში ხელი მოაწერეს შეთანხმებას სსრკ-ის დაშლის შესახებ. 21 დეკემბერს შეთანხმებას დანარჩენი მოკავშირე რესპუბლიკებიც შეუერთდნენ.


მიხეილ გორბაჩოვი ფაქტის წინაშე დადგა - 1991 წლის 25 დეკემბერს ტელევიზიით გამოსვლისას გამოაცხადა, რომ ტოვებს დაკავებულ თანამდებობას.


რუსი ფილოსოფოსისა და სოციოლოგის, დმიტრი ფურმანის თქმით, რუსეთის ისტორიაში გორბაჩოვი იყო ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელიც სრული ძალაუფლების პყრობის პირობებში შეგნებულად, იდეოლოგიური და მორალური ფასეულობების გამო, მიდიოდა მისი შეზღუდვისა და სრული დაკარგვის რისკზე.


მიხეილ გორბაჩოვს, ანდერძის შესაბამისად, მოსკოვში, ნოვოდევიჩის სასაფლაოზე, მეუღლის, 1999 წელს ლეიკემიით გარდაცვლილ, რაისა გორბაჩოვას (ტიტარენკო) გვერდით დაკრძალავენ. მიხეილმა და რაისამ 1953 წელს იქორწინეს მოსკოვში, სადაც ისინი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდნენ: მიხეილი იურიდიულზე, რაისა ფილოსოფიურზე, სადაც მისი კურსელები მერაბ მამარდაშვილი და იური ლევადა იყვნენ.




თანამდებობაზე ყოფნისას გორბაჩოვი ინტერვიუებში ხშირად ამბობდა, რომ თვითონ საბჭოთა კავშირის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანია, მაგრამ ოჯახის პარტკომი რაისა მაქსიმოვნა იყო.


მიხეილ გორბაჩოვს დარჩა ქალიშვილი, ორი შვილიშვილი და ერთი შვილთაშვილი.


 

Загрузка...

Загрузка...

Читайте на сайте

Другие проекты от 123ru.net








































Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net