ლედი დის გარდაცვალებიდან 25 წელი გავიდა
25 წლის წინ ამ დღეს მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ადამიანი ტრაგიკულად დაიღუპა. პრინცესა დაიანას სიცოცხლე პარიზში მომხდარ ავტოკატასტროფას ემსხვერპლა. ამ შემთხვევის შესახებ დღემდე ბევრი დაუდასტურებელი თეორია არსებობს. უამრავი ადამიანი თვლის, რომ ეს წინასწარ დაგეგმილი მკვლელობა იყო, თუმცა თეორია მხოლოდ ვარაუდად რჩება.
რაც არ უნდა მომხდარიყო, ფაქტია, რომ ლედი დი ყველასთვის საყვარელი ადამიანი იყო. იგი სტილის, ელეგანტურობის და სილამაზის უკვდავ სიმბოლოდ იქცა, რომლის სახელსაც ათწლეულების შემდეგაც კი უდიდესი წვლილი შეაქვს მოდისა და კულტურის განვითარებაში. დაიანა ეწეოდა საქველმოქმედო საქმიანობას, ეხმარებოდა ათასობით ადამიანს მსოფლიოს გარშემო, ამსხვრევდა სტერეოტიპებს და იბრძოდა ყველანაირი უსამართლობის წინააღმდეგ.
მეამბოხე პრინცესა, გულების დედოფალი და უბრალოდ ლედი დი სამუდამოდ დარჩება ისტორიაში, როგორც წარუშლელი კვალის მქონე პერსონა.
ფოტო: stylecaster.com