თებერვლის შემდეგ, რუსების 80 პროცენტზე მეტმა სრულად ან ნაწილობრივ დაკარგა დანაზოგი
გამოკითხულთა რვა პროცენტი აცხადებს, რომ ფინანსური დაცვა სრულად დაკარგა, ყოველი მეხუთე ამბობს, რომ თითქმის მთლიანად დაკარგა დანაზოგი, 52 პროცენტი კი აცხადებს, რომ დაკარგა დანაზოგის უმნიშვნელო ნაწილი. გამოკითხულთა მხოლოდ 19 პროცენტი აცხადებს, რომ არაფერი დაუკარგავს.
ამასთან, რესპონდენტთა მესამედი ამბობს, რომ თებერვლის შემდეგ ყოველდღიურ საჭიროებებზე მათი ხარჯი 20-30 პროცენტით გაიზარდა. რუსების კიდევ მესამედს ხარჯები გაზარდა 10 პროცენტით, გამოკითხულთა 15 პროცენტს კი ხარჯი დააახლოებით ნახევარჯერ მოემატა.
გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო რუსეთის 1207-მა მოქალაქემ, რომელთა ასაკი 18-დან 60 წლამდეა. ნახევარზე მეტმა - თითქმის 60-მა პროცენტმა - თქვა, რომ ფულის გადანახვას ახერხებს, თუმცა 40 პროცენტისთვის ეს თებერვლის შემდეგ მნიშვნელოვნად გართულდა. გამოკითხულთაგან ყოველი მეხუთე აცხადებდა, რომ თებერვლის შემდეგ გადაწყვიტა უარი ეთქვა თანხის გადადებაზე.
უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ დასავლეთის ქვეყნებმა მოსკოვს დაუწესეს მკაცრი სანქციები, რომლებიც შეეხო არა მხოლოდ პოლიტიკოსებსა და ბიზნესმენებს, არამედ რიგით მოქალაქეებსაც. მაგალითად, რუსეთის მოქალაქეებს ახლა არ შეუძლიათ ისარგებლონ რუსეთის ბანკების მიერ გაცემული ბარათებით საზღვარგარეთ, ან ინტერნეტით შესყიდვების დროს.