სასამართლომ წულუკიანის ბრძანება გააუქმა და სამინისტროს დაავალა თანამშრომლის აღდგენა
სასამართლოს გადაწყვეტილებით, კულტურის სამინისტრო ვალდებულია, აღდგენილ თანამშრომელს გათავისუფლებიდან (2021 წლის 1 ივლისიდან), გადაწყვეტილების აღსრულებამდე, იძულებითი ყოველთვიური განაცდური შრომითი გასამრჯელო აუნაზღაუროს.
„საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წინააღმდეგ ერთ-ერთი შრომითი დავა წარმატებით დავასრულეთ საქალაქოში. მოსამართლე ბაია ოტიაშვილმა სრულად გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტაცია და ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა", - წერს ადვოკატი.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ასევე, უკანონოდ მიიჩნია ეროვნული მუზეუმიდან თანამშრომლის, დინარა ვაჩნაძის გათავისუფლება. ვაჩნაძე, რომლის სასამართლო გადაწყვეტილებაც 8 აგვისტოს გამოცხადდა, ერთ-ერთია იმ 70-მდე პირიდან, რომლებიც თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებებიდან გაათავისუფლეს.