ხვიჩია: ვაჭრობისას, როგორც წესი, ძვირს ვითხოვთ – სახალხო დამცველის კანდიდატურის მხარდაჭერის სანაცვლოდ …
ვაჭრობისას, როგორც წესი, ძვირს ვითხოვთ – სახალხო დამცველის კანდიდატურის მხარდაჭერის სანაცვლოდ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას ან ამნისტიას მოვითხოვდით, უფრო ამნისტიას, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რას მოითხოვდნენ მმართველი გუნდისგან ომბუდსმენის პოზიციაზე მათი კანდიდატის მხარდაჭერის სანაცვლოდ.
აქვე, ხვიჩიას თქმით, „ქართულ ოცნებას“ ურჩევნია ხოლმე სხვებს ევაჭროს.
„როგორც წესი, ვაჭრობაში ძვირს ვითხოვთ. „ქართულ ოცნებას“ ურჩევნია, ჩვენს კოლეგებთან ივაჭროს, ისინი უფრო იაფად აძლევენ გამოძრომის საშუალებას. სახალხო დამცველის კანდიდატურის მხარდაჭერის სანაცვლოდ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას ან ამნისტიას მოვითხოვდით“, – განაცხადა ხვიჩიამ.
მან ასევე შეაფასა ოპოზიციის ნაწილის პოზიცია, რომელიც არასამთავრობო სექტორის მიერ შეთავაზებული კანდიდატურის მხარდაჭერას გეგმავს და განაცხადა, რომ არავინ იქცევა სწორად, ვინც მის გასაკეთებელ საქმეს სხვას გადააბარებს.
„ამ შემთხვევაში იმ ოპოზიციას ვგულისხმობ, ვინც ეს საქმე არასამთავრობო ორგანიზაციებს გადააბარა. თითქოს, სახალხო დამცველი „ენჯეოშნიკების“ შესარჩევი იყოს. ისინი გვეხმარებიან ამაში, მაგრამ კანონმდებლობაში არსად წერია, რომ სახალხო დამცველს არასამთავრობო ორგანიზაციები ირჩევენ. პოლიტიკური პასუხისმგებლობაა ასაღები იმაზე, თუ ვის წარადგენ და სხვა ვინმეზე ამის გადაბრალება არ შეიძლება. ვისაც წარადგენენ, მხარს დავუჭერ, ეს დამოკიდებულება არასერიოზულია. ვერ ვხვდები, არასამთავრობო სექტორი რა ეზოთერულ ცოდნას ფლობს ისეთს, რაც შეიძლება პოლიტიკოსებმა არ ვიცოდეთ და უფრო მეტიც, შეუძლებელიც კი იყოს, რომ ეს ვიცოდეთ. ასეთი „ენჯეო“ სექტორში არ მინახავს, მაგრამ დავაკვირდები, იქნებ მართლა გამოჩნდეს“, – განაცხადა ხვიჩიამ.
ვაჭრობისას, როგორც წესი, ძვირს ვითხოვთ – სახალხო დამცველის კანდიდატურის მხარდაჭერის სანაცვლოდ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას ან ამნისტიას მოვითხოვდით, უფრო ამნისტიას, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რას მოითხოვდნენ მმართველი გუნდისგან ომბუდსმენის პოზიციაზე მათი კანდიდატის მხარდაჭერის სანაცვლოდ.
აქვე, ხვიჩიას თქმით, „ქართულ ოცნებას“ ურჩევნია ხოლმე სხვებს ევაჭროს.
„როგორც წესი, ვაჭრობაში ძვირს ვითხოვთ. „ქართულ ოცნებას“ ურჩევნია, ჩვენს კოლეგებთან ივაჭროს, ისინი უფრო იაფად აძლევენ გამოძრომის საშუალებას. სახალხო დამცველის კანდიდატურის მხარდაჭერის სანაცვლოდ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას ან ამნისტიას მოვითხოვდით“, – განაცხადა ხვიჩიამ.
მან ასევე შეაფასა ოპოზიციის ნაწილის პოზიცია, რომელიც არასამთავრობო სექტორის მიერ შეთავაზებული კანდიდატურის მხარდაჭერას გეგმავს და განაცხადა, რომ არავინ იქცევა სწორად, ვინც მის გასაკეთებელ საქმეს სხვას გადააბარებს.
„ამ შემთხვევაში იმ ოპოზიციას ვგულისხმობ, ვინც ეს საქმე არასამთავრობო ორგანიზაციებს გადააბარა. თითქოს, სახალხო დამცველი „ენჯეოშნიკების“ შესარჩევი იყოს. ისინი გვეხმარებიან ამაში, მაგრამ კანონმდებლობაში არსად წერია, რომ სახალხო დამცველს არასამთავრობო ორგანიზაციები ირჩევენ. პოლიტიკური პასუხისმგებლობაა ასაღები იმაზე, თუ ვის წარადგენ და სხვა ვინმეზე ამის გადაბრალება არ შეიძლება. ვისაც წარადგენენ, მხარს დავუჭერ, ეს დამოკიდებულება არასერიოზულია. ვერ ვხვდები, არასამთავრობო სექტორი რა ეზოთერულ ცოდნას ფლობს ისეთს, რაც შეიძლება პოლიტიკოსებმა არ ვიცოდეთ და უფრო მეტიც, შეუძლებელიც კი იყოს, რომ ეს ვიცოდეთ. ასეთი „ენჯეო“ სექტორში არ მინახავს, მაგრამ დავაკვირდები, იქნებ მართლა გამოჩნდეს“, – განაცხადა ხვიჩიამ