თაკო ჩარკვიანი: წარმოდგენა არ აქვს ამ ლაქიას როგორ ავუწევ “თაღლით” ყურს
“ეს 10 მანეთიანი კორუფციონერი გაიშნიკი ( ყველამ ვიცით მისი ” გაიშნიკური” ბიოგრაფია) რა დღეშია და რამდენს ბედავს, წარმოდგენა არ აქვს ამ ლაქიას როგორ ავუწევ “თაღლით” ყურს,” – წერს სოციალურ ქსელში პარტია ” კანონი და სამართალი”-ს ლიდერი, თაკო ჩარკვაინი.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებთან ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა: ეტყობა ჩარკვიანისგან ლეიბებს ისესხებენ თუ იჩუქებენ და გაკოტრიალდებიან ერთად, კოლექტიურად რუსთაველზე – ამით ვერავის შეაშინებ ამ ქვეყანაში, მით უმეტეს, ამ ხელისუფლებას.