ცნობილი ფოტოგრაფი მარიო ტესტინო თინა და ზაკარი კუნაკის ფოტოებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს
24 წლის მოდელმა თინა კუნაკიმ, 54 წლის ვინსენტ კასელის მეუღლემ, მონაწილეობა მიიღო ფოტოსესიაში თავის ძმასთან, ზაკარისთან ერთად. ფოტოები, ბრიტანელმა ფოტოგრაფმა მარიო ტესტინომ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა. კადრში თინა თავის 21 წლის ძმასთან, ზაკარისთან ერთად პოზირებს. ცნობისათვის, დის კვალდაკვალ, ზაკარიც ასევე მონაწილეობას იღებს სამოდელო ბიზნესში.
მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფოტოგრაფისათვის, მარიო ტესტინოსათვის უცხო არ არის ცნობილ ადამიანებთან მუშაობა. მისთვის არა მხოლოდ მსოფლიო ვარსკვლავები პოზირებდნენ, არამედ ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრებიც. მაგალითად, სწორედ ტესტინომ გადაიღო პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის ოფიციალური ფოტო ნიშნობის შემდეგ.