მედიაზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ 5 პირს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალში ვკითხულობთ, დაკავებულ 5 პირს ბრალი წარედგინათ „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს, მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის, დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და შეუწყნარებლობის მოტივით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები 2021 წლის 7 და 8 ივლისს დააკავეს.
დაკავებულთა ადვოკატები აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს ითხოვდნენ.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები 2021 წლის 7 და 8 ივლისს დააკავეს.