ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლებმა აშშ-ის საელჩოს თანამშრომელს კვერცხი მოარტყეს
ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლებს ჰქონდათ საავტომობილო გზის გადაკეტვის მცდელობაც, მაგრამ პოლიციის წინიააღმდეგობის გამო ვერ მოახერხეს.
შსს-ს ცნობით, ამ დროისთვის ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 11 მოქალაქე.
„პრაიდ კვირეული“ თბილისში 1 ივლისს გაიხსნა. ის მოაიცავს დოკუმენტური ფილმის ჩვენებას და ქვიარ მუსიკალურ ფესტივალს. კვირეული 5 ივლისს, ღირსების მარშით დასრულდება - ლგბტქ აქტივისტები და მათი მხარდამჭერები თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან და მსვლელობას მოაწყობენ.
პრაიდის ორგანიზატორების პარალელურად მობილიზებულნი არიან საქართველოში არსებული პრორუსი, ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები - ისინი ცდილობენ ხელი შეუშალონ პრაიდის ჩატარებას.